საქართველოს თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
2 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

საბურთალო-ტორპედო
გარეჯი-ლოკომოტივი

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 23 ოქტომბერს გაიმართება და ორივე მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ არის საბურთალო არაფრის ღირსი. ტორპედო ყოველთვის სულსა და გულს დებდა და დებს თამაშში. საბურთალოს თამაშმა სომხეთთან ჩემთვის პირადად ძალიან დიდი დამცირების გრძნობა დატოვა. არ მინდა, რომ ეს ასე იყოს, მაგრამ....
ტარიელი
05 ოქტომბერი 2019 07:16
0
რატომ არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ კენჭისყრ, იმ ვიდეოს მიხედვით და იმ ინფორმაციებით რაც გავრცელდა დიდი ალბათობით წინასწარ დადგმული სცენარით ჩატარდა.ნურავინ ფიქრობს, რომ ამ პროცესში ვითომ სამართლიანი კენჭისყრით ძნელია საურველი შედეგის მიღება.
ნუგზარი
05 ოქტომბერი 2019 01:31
0
იქნებ ამიხსნას ფედერაციამ, რატომ უნდა ითამაშოს ტორპედომ თბილისში???????? მათი გამოგონილი წესის მიხედვით ამ წყვილში უფრო ძლიერი ხომ საბურთალოა??? ამიტომ მოედნის არჩევის უფლება ტორპედოს ეკუთვნის!!!!
გიორგი
03 ოქტომბერი 2019 22:39
0
საბურთალო არ არის ღირსი რომ გაიმარჯვოს.ტორპედოს თუ ოდნავ გაუუმჯობესდა პირობები არ გამოვრიცხავ საბურთალოს თავისუფლად გავლას,მითუმეტეს რომ ჭიაბრიშვილი აზრზე არ არის რა სქემით ათამაშოს გუნდი.ალბათ 8 მცველს დააყენებს და არც შეტევა ექნება და არც დაცვა.რა გუნდი მოშალა,გაიხსენეთ წინა სეზონში როგორ თამაშობდა გუნდი.
tato
02 ოქტომბერი 2019 16:40
1
საბურთალო უკეთეს ფორმაშია. ტორპედოს გაუჭირდება რადგან თავდამსხმელი კაპანაძის გარდა გუნდს არ ჰყავს. ტორპედოს ასეთი მდგომარეობა ჩაჩავას ბრალია.
დათო
02 ოქტომბერი 2019 20:53
1
საბურთალო მოიგებს თასს და ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილისთვის საინტერესო პაექრობა ექნებათ ლოკომოტივს და ტორპედოს
დემე
02 ოქტომბერი 2019 15:06
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული