ეროვნული ლიგა. XXIII ტური: თბილისის "დინამომ" თამაში შემოატრიალა - "საბურთალომ", პრაქტიკულად, ტიტული დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 23-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში თბილისის "დინამომ" "საბურთალო" 2:1 დაამარცხა. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო.

პირველ ტაიმში "საბურთალო" უპირატესობას ფლობდა, სამჯერ გოლის გატანა მეკარე პერალესმა არ დაანება, მეოთხედაც შესწვდა ბურთს, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი აქტიურმა კოხრეიძემ ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გაბედავამ დაახანა და მეორე გოლის გატანა ვერ შეძლო. აღსანიშნავია დაცვაში "დინამოს" სუსტი თამაში.

შესვენების შემდეგ თანაბარი თამაში იყო. "საბურთალოს" მწვრთნელმა ჭიაბრიშვილმა კოხრეიძე ჩაბრაძით შეცვალა და ალბათ, უფრო
ანგარიშის შენარჩუნებაზე აპირებდა ზრუნვას, მაგრამ უეცრად მოედანზე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა - სანდოხაძემ უკანასკნელი იმედის ჯარიმით ქიმაძე შეაჩერა, გააძევეს, საჯარიმო კი თავის საფირმო სტილში ნინუამ გამოიყენა. მან მიმდინარე სეზონში მეშვიდე საჯარიმო გაიტანა.

75-ე წუთზე მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ნინუამ უზადოდ შეასრულა და "დინამოს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა.

ამ მოგებით თბილისის "დინამო" ბათუმის "დინამოს" ქულებით გაუთანაბრდა (ბურთების უკეთესი სხვაობით გალიდერდა), "საბურთალო" კი მათ 7 ქულით ჩამორჩა და, პრაქტიკულად, ჩემპიონის ტიტული დაკარგა.

6 ოქტომბერს ბათუმის "დინამო" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს და შესაძლოა, ეს შეხვედრა ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი იყოს.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - საბურთალო 2:1
გოლები: 0:1 გიორგი კოხრეიძე (42), 1:1 ნიკა ნინუა (69), 2:1 ნიკა ნინუა (75)
გაძევება: ნიკა სანდოხაძე (67)

დინამო (თბ) (4-4-1-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, ნოდარ იაშვილი, ოლეკსანდრ კაპლიენკო, არფანგ დაფე (აკაკი შულაია 87), გიორგი პაპავა, ნიკა ნინუა (კ), მიხაილო შიშკა (გიორგი ზარია 50), კვამე კარიკარი (ლევან მჭედლიძე 90+1)

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

საბურთალო (4-2-3-1): ლაზარე კუპატაძე, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ნიკა სანდოხაძე, იური ტაბატაძე (ლუკა ლაკვეხელიანი 58), გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი დიასამიძე, ელვინ ტერა (ოგნიენ როლოვიჩი 77), სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი კოხრეიძე (გრიგოლ ჩაბრაძე 66), გიორგი გაბედავა

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 19 /
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი....ხალხო ვიყოთ ობიექტური ,ეს უპირველეს ყოვლისა ჩვენი ფეხბურთია! მოკლედ ქუთაისში პენალტი დაიდო ქუთაისელი ყვირის და კობის აგინებს ,საბურთალოს არ დაუდეს ,ბათუმელი აყვირდა რა არ დაუდესო ან დინამოს რატომ დაუდესო ? ისე კობის აგინებენ ? არადა რა შუაშია ეს კობი ,მთელი თამაში თავიდან ვნახე მაგ არდადებული პენალტის და სხვა მომენტების გამო კიდევ.სად დაინახეთ მიკორძოება ,რომელ მომენტში ? მით უმეტეს თუ ამ თამაშს საერთაშორისო მსაჯები ესწრებაო?! წარმოიდგინე არ გვქონდეს უბრალოდ ვიდეოგანმეორება ,იტყვის მაშინ უბრალო მაყურებელი დასადები არ დადო ანდა პენალტი მოიგონაო? ასეა ზუსტად მსაჯი და რომ არ დაედო ის პენალტი დინამოსთვის მეორე მხარე იტყოდა აუ კობის დედა დინამოს დაძირვა უნდათო...და ათასგვარ რამეს კიდევ...რაც შეეხება მსაჯობას იყო ნორმალური და კორექტული! ჩემი აზრით პენალტი რომ არ დაენიშნა ვერ ვერავინ ეტყოდა საყვედურს ,იმიტომ რომ წაქცეული ფეხბურთელი ბურთს აშკარად ვერ მიიღებდა ....მაგრამ საჯარიმოში რომ ხდება ეს იქ სხვა მომენტია .....თამაშის დროს უცებ რომ ბურთი ხელზე მოგხდეს ,ასხლეტილი ან ჩაწოდებული შეიძლება საჯარიმოს გარეთ არც კი დააფიქსიროს მსაჯმა,მაგრამ თუ საჯარიმოშია პენალტია ხომ ! ჰოდა ნუ აყვირდებით ყველა ,მე ბათუმის ფანი ვარ და არც ვბრაზდები მაგაზე ....თბილისის დინამო არც დღეს იმსახურებდა მაგ თამაშით გამარჯვებას და ვერ ჩემპიონი ვერ გახდება ....ასეა ეს ! ბათუმი ერთი თავით მაღლაა დღევანდელ თბილისის დინამოზე ✌️
ემზარ დუისბურგი
00:58 03-10-2019
5
საბურთალომ აჯობა თამაშით .რაც შეეხება“პენალის ეპიზოდს მართალია დინამოს ფეხბურთელი ვერ სწვდებოდა ბურთს მაგრამ ხელი კრეს აშკარად. ვინც ამბობთ რომ არ უნდა დაენიშნაო პენალიო მაგ ლოგიკით არც დინამოს გოლი უნდა გაეუქმებინათ არც საბურთალოს ფეხბურთელი არ მონაწილეობდა გოლის მომენტში.ასე რომ ცალმხრივად ნუ აფასებთ.მოკლედ დინამოს გოლიც გასაუუქმებელი იყო და პენალტიც იყო ლოგიკურად
გიო
16:31 03-10-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული