გიორგი პაპუნაშვილის პირველი სასტარტო და 2 კარგი მომენტი "მალაგასთან" მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი წლევანდელ სეზონში პირველად მოხვდა "რეალ სარაგოსას" ძირითად შემადგენლობაში და მოედანზე 56 წუთი გაატარა.

"პაპუ" მოედანზე ყოფნის დროს ძალიან აქტიური იყო და პირველ ტაიმში ორჯერ შეეძლო გატანა. პირველად მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო მეორე მომენტში "მალაგას" მცველმა მოახერხა მეკარის გარეშე დარჩენილი კარიდან ბურთის მოგერიება.

ეს პაპუნაშვილისთვის ლა ლიგა-2-ის 2019/20 წლების სეზონში მე-4 მატჩი იყო და ჯამში გიორგიმ მოედანზე 114 წუთი გაატარა. "სარაგოსამ" კი ჩემპიონატში კარგი სტარტი აიღო და მესამე ადგილზეა, თუმცა უკანასკნელი 3 შეხვედრა ფრედ დაასრულა.
მომდევნო ტურში "სარაგოსა" ლიდერ "კადისს" შეხვდება. ეს მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მეორე მომენტი გადატანი იყო. მაღალი უნდა დაერტყა მეკარესა და მცველს შორის ან მცველისკენ მეტად. მცველი ხელით ვერ აიღებდა. პეინციპში იმდენად ახლოს იყო, მაგ დროს მეკარეს თავშიც რომ დაუმიზნო, რეაგირებას ვერ მოასწრებს. მოკლედ მთავარი იყო დაბალი არ დაერტყა თუმცა მაინც კარგია დასაწყისისთვის. შევა ფორმაში
მეორე გასატანი იყო
13:44 26-10-2019
0
თუ ჯამთელად იქნა, ასნავნოიში მალე ჩაჯდება და გაისად უმაღლეს ლიგაშიც Gვეყოლება კაცი. იქნებ ტრავმა აღარ შეაწუხებდეს, არადა მაგარი ბიჭია, მაინც მგონია, რომ ოპერაცია უნდა გაეკეთებინა ტავის დროზე, ეხლა უფრო მეტი გაუცდა და კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, როდის გაუხსენებს ტრავმა თავს არ ვიცით. ფაქტიურად კარიერა დაიყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. 2 წელია მკურნალობს, გაიკეტე რა ოპერაცია. ამდენ ხანს რომ გაგიჯანჯლდება, ზნაჩეტ საოპერაციოა. ღმერტმა ხელი მოუმართოს, მარა ...., ვნახოტ
ვასო
15:10 05-10-2019
0

სიახლეები პოპულარული