ეროვნული ლიგა: "საბურთალომ" "რუსთავი" დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: facebook.com/fc.saburtalotb

თბილისის "საბურთალომ" ეროვნული ლიგის 30-ე ტურში გასვლაზე "რუსთავს" 3 უპასუხო გოლი გაუტანა და ეროვნულ ჩემპიონატში მე-17 გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრაში ანგარიში ჩერნოგორიელმა ფორვარდმა ოგნიენ როლოვიჩმა გახსნა. 26-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილის პასი გამოიყენა და "საბურთალო" წინ გაიყვანა.

მეორე ნახევრის დასაწყისში თბილისელებმა მეორე გოლი გაიტანეს. 49-ე წუთზე თავი გიორგი კოხრეიძემ გამოიჩინა, რომელსაც ასისტენტობა ანტე გიიმ გაუწია. საბოლოო ანგარიში კი 61-ე წუთზე დაფიქსირდა. გიორგი გაბედავამ წლევანდელ ეროვნულ ლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ თბილისის "საბურთალოს" 57 ქულა აქვს და ორ
"დინამოს" 4 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი.

ეროვნული ლიგა, XXX ტური

"რუსთავი" - "საბურთალო" 0:3

გოლები: 0:1 ოგნიენ როლოვიჩი (26), 0:2 კოხრეიძე (49), 0:3 გაბედავა (61)

წითელი ბარათი: ტერა (84)

"რუსთავი": მამარდაშვილი, სილაგაძე, გუჯაბიძე, ნოზაძე, თევზაძე (სალუქვაძე, 73), ბაირამოვი, ვასაძე, ძალამიძე, კიტეიშვილი, ლეჟავა (სიჭინავა, 57), იმნაძე (მეტრეველი, 76)

"საბურთალო": მიგინეიშვილი, ჩაბრაძე, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი (დიასამიძე, 57), ცნობილაძე, ალთუნაშვილი, ტაბატაძე (გაბედავა, 52), გიი, კოხრეიძე (ტერა, 70), როლოვიჩი

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
აფსუს საბურთალო, სად უნდა იყო ახლა...
ფანი ნეტარი
10:24 07-10-2019
0
კოხრეიძემ ნამდვილად მოუმატა კლასში. საბურთალო შინაარსიან ფეხბურთს თამაშობს და წარმატებას ვუსურვებ. მეტოქეების ფრე ხალს აძლევს და კარგია რომ ჩემპიონატში პირველობის ინტრიგა შენარჩუნებულია. მარტო წაადგება ქართული ფეხბურთის დონის მომატებას. წარმატებები საბურთალოს, ისევე როგორც ბათუმის და თბილისის დინამოებს. ტორპედოსვუსურვებ რომ დროებითი კრიზისი გადალახოს. ძალიან გვჭირდება ძლიერი ტორპედო!
გიორგი
13:19 07-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული