6 ოქტომბერს, 30-ე ტურის და შესაძლოა, მიმდინარე ეროვნული ლიგის ცენტრალური მატჩი ჩატარდა - ბათუმის "დინამო" და თბილისის "დინამო" დაზავდნენ - 1:1.
ამ შეხვედრის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ ფეხბურთის ფედერაციამ რუმინელი მსაჯები მოიწვია.
სტუმართათვის მნიშვნელოვანი იყო, მასპინძელ გულშემატკივრთა ზეწოლისათვის გაეძლოთ, რაც ბევრი გუნდისთვის გადაულახავი პრობლემაა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ბათუმელებმა თავიდანვე შეუტიეს. პერალესმა ფლამარიონის თავური აიღო, თბილისელები კი კონტრიერიშებით პასუხობდნენ. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი არ შეიქმნა და 0:0 დასრულდა.
ძლიერი წვიმის გამო მოედნის ნაწილი წყლით დაიტბორა, რაც ბუნებრივია, ფეხბურთელებს თამაშში ხელს უშლიდა. შესვენების შემდეგ ზღვისპირელებმა მეტოქეზე დაწოლა გააძლიერეს. კარში დარტყმული ბურთი ხელზე პაპავას მოხვდა, პენალტი კი ფლამარიონიმ გამოიყენა.
06.10.19. დინამო(ბთ)-დინამო(თბ) 1:1 ფლამარიონის პენალტი
თამაშის სურათი არც ამის შემდეგ შეცვლილა. გია გეგუჩაძის შეგირდები ინიციატივას ფლობდნენ, ხოლო დედაქალაქელები მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდნენ. 79-ე წუთზე თბილისელთა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ ზარიას ნაცვლად მოედანზე მჭედლიძე შეუშვა. მან ბურთთან პირველივე შეხებით ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს კარში თბილისელთა ერთადერთი დარტყმა იყო.
ბათუმის "დინამოს" და თბილისის "დინამოს" 62-62 ქულა აქვთ და ოქროს მედლებისთვის ბრძოლა გრძელდება.
ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 1:1
გოლები: 1:0 ჯოვინო ფლამარიონი (55, პენ), 1:1 ლევან მჭედლიძე (83)
დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე (კ), ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ბენჟამინ ტეიდი, გიული მანჯგალაძე (ჯამბულ ჯიღაური 86), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი, ჯოვინო ფლამარიონი, ვლადიმერ დვლიშვილი (თორნიკე გაფრინდაშვილი 88)
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
დინამო (თბ) (4-4-1-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, ნოდარ იაშვილი, ოლეკსანდრ კაპლიენკო, ნიკა ნინუა (კ), გიორგი ზარია (ლევან მჭედლიძე 79), არფანგ დაფე (გიორგი კუხიანიძე 70), გიორგი პაპავა, კვამე კარიკარი (მიხაილო შიშკა 90)
მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე
06.10.19. დინამო (ბთ)-დინამო(თბ) 1:1 მჭედლიძის გოლი
გია
სატურნირო ცხრილი სად ვნახო?
KUTAISELI
rumineli msajebi rad gindodat roca iseti chesanichnavi msajebi kavs sakartvelos kruachvili , jeneri xorava, vadachkoria, arsad dagekargod, kargad mouaret.
როლო
კუტალიას რატომ არ ათამაშებენ ხო არ იცით?
გიორგი
ბათუმის სტადიონს რომ განსაკუთრებით კარგი სადრენაჟო სისტემა სჭირდება ეს მე მგონი აღმოჩენა არ უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში არაერთი თამაში ჩაიშლება როგორც ეს გუშინ იყო. მე მგონია რომ ბათუმი მოიგებდა ნორმალურ სათამაშო პირობებში (თბილისელი ვარ ასე რომ მიკერძოება არ მალაპარაკებს).
ანესთეზეოლოგი
ტურის და მთლიანად სეზონის ცენტრალური მატჩი გამოვიდა თავისი შინაარსით, მაგრამ კაცი ვერ მიხვდებოდი რას უყურებდი. ჯერ ერთი ტბა იდგა მოედანზე, ბურთი საერთოდ არ მოძრაობდა. ამიტომ ასეთი თამაშები უნდა გაიმართოს სტადიონზე, სადაც წესიერი სადრენაჟო და გამწოვი სისტემებია. სტადიონის შემთხვევაში მინდორზე ასეთი ამბავი არ იქნებოდა. ან მინიმუმ უნდა გადადებულიყო შეხვედარა. ორთავე გუნდს კარგად შეუძლია თამაში და დარწმუნებული ვარ ძალიან სანახაობრივი მატჩი იქნებოდა. ცალკე თემაა რეპოტრაჟი, ის რაც ვიხილეთ აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერი არ იყო. ეს იყო უბრალო სამოყვარულო რეპორტაჟი იუთუბზე, არ ვიცი ვისი წარმოებული და სწორედ ეს გაუშვა აჭარის ტელევიზიამ. რა დონის რეპორტაჟიც იყო ყველამ ვნახეთ, რა ხარისხითა და შესრულებით:) ერთდროულად სასაცილო და სატირალია, რომ სეზონის ცენტრალური მატჩის რეპორტაჟი პროფესიონალურადაც კი არ იყო ორგანიზებული ტელევიზიის მიერ. ამის შემდეგ რა ფეხბურთის განვითარებაზეა ლაპარაკი.
roma
თბილისელ გულშემატკივარს უფრო სწორედ ფანკლუბს მივმართავ. ქაჯებივით იქცევით ვერ ხვდებოდით რომ თქვენ დონეზე არ დავეშვით თორემ ნამდვილად ცუდი ამბავი მოყვებოდა თქვენს საქციელს. ვამოყალიბდით რა გინდათ საერთოდ. მხოლოდ ბათუმი მხოლოდ დინამო.
Shoti
Tamashi amindam gaafucha mets movelodi...batumii imsaxurebs chempionobas da warmatebas visurveb. .reportajebs rac sheekheba ashkarad dasakhvewia toree kari tamashic rom iyoss shegazizgebs yurebas
ტეტე1234
წვიმამ თამაში გააფუჭა დარწმუნებული ვარ უფრო მაგარი თამაში გაჩაღდებოდა ორივე გუნდს წარმატებას ვუსურვებ
ბათუმის ფანი
კომენტატორს მაგარი გვარი ქონფა-საძაგლიშვილი)))
ჯონი
გეგუჩაძემ მემგონი დააგვიანა შეცვლები და არ იზრუნა ანგარიშის შენარჩუნებაზე
Joni
https://promotion.betlive.com/public/ka/betshare/?hash=ba447a8087e24ad525dbbbeb488d6666d39bd9c098da007bfed708de2298a8ed მჭედლიძის გოლი თუ ასე მეწყინებოდა ოდესმე ვერ წარმოვიდგენდი.
გიორგი
ამ მატჩის ტელერეპორტაჟი აჭარის ტელევიზიით იყო სრული თავის მოჭრა. ვინც ნახა დამეთანხმება. ოპერატორი ხელს ყოფდა და წვიმას კამერის ეკრანიდან წმენდდა...წარმოიდგინეთ. აჭარის ტელევიზიამ საბოლოოდ შეირცხვინა თავი მგონია. ბათუმში აქციებს ატარებენ აჭარის საზ. მაუწყებელს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ხელს ნუ უშლითო. სარედაქციო დამოუკიდებლობამდე ჯერ უელემენტარულესი ხარისხი უზრუნველყონ.
Vasil
ბრავო ორივე გუნდს!!!! ლევან კიდე ბევრი გაგეტანოს!!!
Caruzo9
წინ დინამო!!!
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
რას ზედმეტსახელს ეძახიან ხვიჩას პსჟ-ში, რა არის მისი ჩვევა და წარმოუდგენია თუ არა თავი "ოქროს ბურთის" მფლობელად - ინტერვიუ ქართველ ვარსკვლავთან
ხამეს როდრიგესი სამშობლოში დაბრუნდა
"რეალი" მომდევნო მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 კანდიდატურას განიხილავს
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ჩეხეთი
[VIDEO] ინტერვიუს დროს კანკალებდა - ლავეცის ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეშფოთება გამოიწვია
"ცხვირს გაგიტეხ!" - მესამე ბრძოლის წინ იანი დვალიშვილს დაემუქრა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ის შეიყვანეს და ჩემი ქმარი არა" - ნატალია France Football-ის გადაწყვეტილებით გაოგნებულია
წასვლა უნდოდა, მაგრამ არ გაუშვეს - "ფენერბაჰჩეს" მწვრთნელის უცნაური ამბავი
სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა