prostoprosport-ი ზურიკო დავითაშვილზე: თითქოს რუსეთის პრემიერლიგაში ნეიმარი მოვიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
prostoprosport-მა რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე "რუბინის" ქართველი ლეგიონერი ზურიკო დავითაშვილი შეიყვანა და ასე დაახასიათა:

"შემადგენლობაში ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ნამდვილი ფურორი მოახდინა. "ტამბოვის" დაცვის დასაშლელად დავითაშვილი ხშირად და თითქმის უშეცდომოდ იყენებდა დრიბლინგს. 7 დრიბლინგიდან 6 წარმატებული იყო.

მეტოქეები მასზე ხუთჯერ დაჯარიმდნენ, ერთ-ერთი მათგანის შემდეგ კი "რუბინმა" სტანდარტულიდან გაიტანა. მეორე გოლი საჯარიმოში მთელი დაცვის მოტყუების შემდეგ გაიტანა. ეს ისე მოჩანდა, თითქოს რუსეთის პრემიერლიგაში ნეიმარი მოვიდა".

"რუბინმა" ყველა ტურნირზე ექვსმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ 5 ოქტომბერს "ტამბოვი" 2:1
დაამარცხა, დავითაშვილმა კი გოლი გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

altზურიკო დავითაშვილი: მეორე ტაიმი "ვალიდოლური" გამოვიდა

altდავითაშვილმა პირველად გაიტანა - "რუბინმა", როგორც იქნა, გაიმარჯვა [VIDEO]Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ მოგბეზრდათ სისულეების წერა?
გია
21:09 07-10-2019
28
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული