PUBG-ის თამაშით მსოფლიოში მილიონობით ადამიანი არის დაკავებული. ამ სათამაშო პროცესში ადამიანები როგორც მობილური ტელეფონებით, ისე კომპიუტერებით არიან ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ, როგორც სპორტის სხვა სახეობებში, ამ თამაშშიც საკმაოდ ბევრი შეჯიბრება იმართება. ტურნირებში გუნდები სხვადასხვა კლანის სახელით არიან ჩართულნი.

სამწუხაროდ, ქართული გუნდები უმაღლესი დონის ტურნირებზე ხშირად ვერ მონაწილეობენ, თუმცა ერთ-ერთმა ქართულმა კოლექტივმა, სახელად "კლან 13", სახელი ევროპის მასშტაბით გაითქვა.

"კლან 13"-მა კიდევ ერთხელ მოახერხა საქართველოს საზღვრებს გარეთ სამშობლოს სახელის გატანა, ამჯერად PMCS-ის ტურნირზე. აქ მოსახვედრად კლანმა ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა, სადაც ორჯერ მოუწია ტოპ 4-ში მოხვედრა.

26 ოქტომბერს "13-ებმა" PMCS-ის ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს და ევროპის ერთ-ერთი ტოპ-ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, რაც უდიდესი მიღწევაა.

ქართული გუნდი ამ შეჯიბრების ფინალურ სტადიაზე 31 ოქტომბერსა და 1-ელ ნოემბერს იასპარეზებს.

ამ გამარჯვების შემდეგ Sportall.ge კლანის ლიდერ შოთა მექვაბიძეს დაუკავშირდა და მცირე ინტერვიუ ჩაწერა.

- 26 ოქტომბერს საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეთ. რას მიიჩნევთ ამის განმაპირობებელ მიზეზად?

- 26-ში მოპოვებული წარმატების განმაპირობებელი მიზეზი თავდაუზოგავი ვარჯიში, მიზანზე ორიენტირებულობაა. წამით არ გვიფიქრია იმაზე, გავიდოდით თუ არა ტოპ 4-ში, რათა ფინალში გვეთამაშა. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან ტოპ 1 ადგილით იყო გასვლა.

- როგორ შეაფასებდით მოწინააღმდეგეებს? მათ შორის ორი ქართული გუნდი - onyx და 300 არაგველი - იყო?

- მოწინააღმდეგე გუნდები, რა თქმა უნდა, საკმაოდ ძლიერები იყვნენ, სუსტი გუნდი ამ ეტაპზე აღარ არსებობს. როცა ყველა ძლიერია, პრიორიტეტი სწორი თამაში და ნაკლები შეცდომა ხდება, რაც ჩვენმა გუნდმა საკმაოდ კარგად გააკეთა.

- იყო რაიმე დეტალი, რის შეცვლასაც შეეცდებით ფინალში?

- ფინალისთვის აუცილებელია სტაბილურობა, არ გვაქვს უფლება არც ერთი თამაშის ჩაგდების. პრიორიტეტიც სწორედ ესაა. ურთულესი ფინალი გველის წინ.

- ვინ გამოიჩინა თავი "კლან 13-იდან" ყველაზე მეტად?

- კლანიდან ჯგუფურ თამაშებში პირადად ჩემთვის თავი ოთომ გამოიჩინა (insaneTT ), ძალიან ბევრისთვის წარმოუდგენელი მომენტები დადო ამ დონის ტურნირზე, მაგრამ საბოლოო ჯამში, თითოეული მოთამაშის თამაში გამორჩეული და განსაკუთრებული იყო.

- რას ურჩევდით დამწყებ გუნდებს, რომლებსაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა უნდათ?

- დამწყებ გუნდებს წარმატებისთვის შრომას, ვარჯიშს და მიზანდასახულობას ვურჩევ. არასდროს დაკმაყოფილდეთ და არასდროს გქონდეთ მიზნად მინიმუმი, ყოველთვის პირველობა უნდა იყოს მიზანი და მოტივატორი.

- რა შეცვალეთ crew challeng-ის ტურნირის შემდეგ, რაც დაგეხმარათ ტურნირზე, რომლის ფინალურ სტადიაზეც გახვედით და საპატიო მე-7 ადგილიც დაიკავეთ?

- crew challeng-ში მიღწეული წარმატების შემდეგ ბევრჯერ მოგვიწია გუნდის და მოთამაშეების შეცვლა, სხვადასხვა მიზეზის გამო სტაბილური გუნდის შენარჩუნება ვერ ხერხდებოდა, რაც აისახა ჩვენ მიერ ჩაგდებულ პატარა ტურნირებზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, "კლანის" თითოეული წევრის შრომისა და მონდომების შედეგია ეს წარმატება, რასაც ამ ტურნირზე მივაღწიეთ.

- გეგმავთ თუ არა ცვლილებებს და თუ კი, რას?

- ცვლილებები ყოველთვის საჭიროა, რათა მოსაბეზრებელი არ გახდეს ერთფეროვანი სიტუაცია. ცვლილებები იგეგმება, როგორც თიმის, ასევე მთლიანად "კლანისთვის", რაც, იმედი მაქვს, უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს.

- რა არის თქვენი პროგრამა-მინიმუმი PMCS-ის ტურნირზე?

- პროგრამა-მინიმუმი და ჩვენი მიზანი ამ ტურნირზე არის მხოლოდ და მხოლოდ ტოპ 1! საპრიზო ადგილი ტოპ 7 გუნდს შორისაა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ტოპ 1-ია.

- შეაფასეთ ქართული გუნდები, როგორც კიბერსპორტსმენები...

- ქართული გუნდები დღითი დღე ვითარდებიან. მსოფლიოს მასშტაბით უფრო და უფრო მეტ წარმატებას აღწევენ. თითოეურ ქართულ კლანს აქვს წარმატების შანსი. მთავარი შრომა და მონდომებაა. რამდენიმე თვის წინ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, გასართობად თამაში და საქართველოს შიდა ტურნირებზე ერთმანეთთან შეჯიბრება საზღვრებს გარეთ ჩვენი სახელის გატანით და ჩვენი გამარჯვებებით თუ გაგრძელდებოდა, მაგრამ ფაქტია, ქართულ გუნდებს ეს შეგვიძლია.

შალვა ბრეგვაძე
ჩემი აზრით კლან 13 საუკეთესოა საქართველოში და არამარტო მათ უდიდესი პოტენციალი აქვთ და რაც ყველაზეთავარია ასეთი შეკრული გუნდი იშვიათია წარმატებას და თქვენი იდეების განხორციელებას გისურვებთ ბიჭებო თქვენ ნამდვილად დაამტკიცეთ რომ საუკეთესოები ხართ მე მხოლოდ თქვენი ბალენშიკი ვარ
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
"ტოტენჰემის" ფეხბურთელი 526 დღის შემდეგ უბრუნდება მოედანს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
"რასინგის" წარუმატებლობა გრძელდება - გულიაშვილი 90+2-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე...
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
"პასუხს მოედანზე გავცემთ" - "ბარსელონას" ფეხბურთელები პსჟ-ს მოთამაშეების კომენტარებით აღშფოთდნენ
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა