საქართველო 15 წლამდე წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

AutoSharing Option
დღეს უთენია საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა.

ქალაქ ბურგაში ამ ასაკის წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართება. მსგავსი შეჯიბრება ევროპის საწყლოსნო სახეობათა ინიციატივით პირველად იმართება.

ტურნირზე შემდეგი წყალბურთელები გაემგზავრნენ:

გიორგი ჩაგელიშვილი, გიორგი კოზაშვილი, გურამ გოცირიძე, არჩილ ბაგაშვილი, გუგა გელაშვილი, საბა ტყეშელაშვილი, ბესო ახვლედიანი, სანდრო ვასაძე, დავით გორგოძე, გიორგი კირიაკიდი, ლუკა ჩიქოვანი, ჯეიკ ცოტაძე, ნიკოლოზ ტყეშელაშვილი, ალექსანდრე მიქაუტაძე,

მწვრთნელები - გელა ტუკვაძე, ოთარ ქოიავა, ნოდარ ჩხარტიშვილი, ექიმი გიორგი კუჭაძე, მსაჯი ირაკლი კიკალიშვილი

მედლებისთვის 16 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც წილისყრით
ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: უნგრეთი, ხორვატია, სლოვაკეთი, რუმინეთი
B ჯგუფი: ესპანეთი, საბერძნეთი, თურქეთი, ბულგარეთი
C ჯგუფი: იტალია, საქართველო, ჰოლანდია, რუსეთი
D ჯგუფი: სერბეთი, მონტენეგრო, სლოვენია, ბელორუსი

ჩვენი გუნდის შეხვედრათა განრიგი ასეთია: 21 ივლისი - რუსეთი; 22 ივლისი - იტალია, 23 ივლისი - ჰოლანდია.

altსაქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა მწვრთნელი: რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ შანსები გვაქვს


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული