წყალბურთი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი სახეობაა. ეს არის ინგლისური წარმოშობის თამაში, რომელმაც მალე დაიპყრო მსოფლიო და მათ შორის, საქართველოშიც ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა.
საინტერესო ფაქტები სპორტის ამ სახეობის შესახებ კი ასე გამოიყურება:
• წყალბურთს თავიდან "წყლის რაგბის" უწოდებდნენ. მას, როგორც წესი, ინგლისის მდინარეებსა და ტბებში თამაშობდნენ.
• მე-19 საუკუნის ბოლოს ბრიტანელმა უილიამ ვილსონმა წყალბურთის წესები და რეგულაციები შექმნა.
• ამჟამად წყალბურთის ბევრი სახეობა არსებობს და თითოეულს მისთვის განსაზღვრული წესები და რეგულაციები აქვს.
• წყალბურთის მსაჯები აუცილებლად თეთრ ფორმას ატარებენ. ასე მათი ცნობა მოთამაშეებსა და მწვრთნელებს ღამითაც არ უჭირთ.
• პრინცი უილიამი St Andrew’s University-ს წყალბურთის გუნდის კაპიტანი იყო.
• ოლიმპიურ თამაშებში პირველად წყალბურთი 1990 წელს მიიღეს. ქალების წყალბურთი კი 10 წლის შემდეგ შევიდა ოლიმპიური თამაშების ჩამონათვალში.
• წყალბურთის ბურთის ზომა თითქმის ისეთივეა, როგორიც ფეხბურთის ან ფრენბურთის.
• წყალბურთის მოთამაშეს ორი გაფრთხილების მიღების უფლება აქვს. მესამე გაფრთხილებაზე მას უკვე აუზის დატოვება უწევს.
• წყალბურთელი ერთი თამაშის დროს დაახლოებით 2,5 კმ-ს ცურავს.
• აშშ-ში წყალბურთი საზიანო თამაშად მიიჩნეოდა, თუმცა ახლა ის ამერიკაში სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა.
• წყალბურთი საქართველოშიც საკმაოდ პოპულარულია, თუმცა მას, როგორც დიდ სპორტს, ნაკლები ყურადღება ექცევა. ამ ეტაპზე "ვითიბი ბანკი" აქტიურად არის ჩართული ქართული სპორტული საწყლოსნო სახეობათა დაფინანსებაში, რაც მიზნად ისახავს მის განვითარებასა და პოპულარიზაციას.
• სწორედ "ვითიბი ბანკის" მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა არაერთ საერთაშორისო ტურნირსა და ჩემპიონატზე იასპარეზა. ბოლო წლებში ქართველმა წყალბურთელებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს და ზედიზედ 3-ჯერ იასპარეზეს ევროპის ჩემპიონატზე. 2014 წელს საქართველოს ეროვნული გუნდი, კონტინენტის 11 უძლიერეს ნაკრებთან ერთად, უნგრეთში გამართულ წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში ქართველმა სპორტსმენებმა მე-14 ადგილი დაიკავეს. 2018 წელს, ბარსელონაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი წყალბურთელთა ნაკრებმა მე-13 ადგილით დაასრულა.