ლაშა შავდათუაშვილი გადარჩა და მსოფლიოზე იჭიდავებს

AutoSharing Option
შეიძლება ითქვას, ლაშა შავდათუაშვილი (73) გადარჩა - მისი ტრავმა არც ისე სერიოზული აღმოჩნდა და აგვისტოს ბოლოს ის შეძლებს მსოფლიოს ჩემპიონატში გამოსვლას.

მართალია, მას დღეს კიდევ ჩაუტარდება გამოკვლევები და ექიმები საბოლოო პასუხს ამის შემდეგ იტყვიან, მაგრამ გუშინდელი გადაღებებით გაირკვა, რომ ფეხი მოტეხილ-ამოვარდნილი არაა, რისიც თავიდან ეშინოდათ მწვრთნელებს, და არც მყესებია დაზიანებული. მას რამდენიმე დღით მოუწევს დასვენება, მერე კი გააგრძელებს ვარჯიშს.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა მარცხენა ფეხზე ტრავმა სამშაბათს მიიღო, ბორჯომში მიმდინარე შეკრებაზე. ბედის ირონიით, ეს შეკრების ბოლო დღეს, ბოლო
სპარინგ-შეხვედრისას მოხდა. კიდევ კარგი, შედარებით იოლად გადარჩა. მას კოჭლობით ახლაც შეუძლია სიარული, თუმცა ექიმებმა 48 საათით გაუნძრევლად წოლის რეკომენდაცია მისცეს. ვარჯიშების გაცდენას მწვრთნელები დიდად არც დარდობენ. პირიქით, ცდილობენ, დადებითიც დაინახონ ამაში, ცოტას დაისვენებსო.

მინდია ბოდაველის თქმით, ოლიმპიური ჩემპიონი იმდენად შრომისმოყვარეა, დასვენება არ იცის, ვარჯიში კი ისედაც არ აკლიაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
მიდი ლაშა გორისა და სრულიად საქართველოს სიამაყევ, წარმატება ძმაო, გაგვახარე კიდევ.
jano janiashvili
13:22 14-08-2017
0
ლაშა შავდათუაშვილი ყველაზე დასაფასებელი და შედეგიანი სპორტსმენია !!! ამაზე რომ კაცი იტყვის გაუვარდაო , ნუ კომენტარიც ზედმეტია რა
lasha19
23:02 10-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული