ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი წარუმატებლად დავიწყეთ

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველთაგან მხოლოდ ამირან პაპინაშვილი გამოდიოდა, რომელიც ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

60 კილომდე წონით კატეგორიაში რეიტინგის ლიდერი პაპინაშვილი ტურნირზე მე-2 წრიდან ჩაერთო, სადაც მას იან სიკარდისთან გამკლავება არ გასჭირვებია.

მე-3 ეტაპზე პაპინაშვილს უზბეკი დიორბეკ უროზბოევი ელოდა, ვისთანაც ქართველ ძიუდოისტს რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოსთვის ბრძოლა ჰქონდა წაგებული. რევანში არ გამოვიდა - უზბეკმა ქართველის მტკივნეულზე გამოჭერა ორჯერ სცადა და მეორედ მან მიზანს მიაღწია კიდეც.

- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: წილისყრამ გაგვწირა
მკითხველის კომენტარები / 13 /
აბა ყველა წონაში მედლებს ვერ ავიღებდით. სხვები "ბურღულის" საჭმელად კი არ არიან ჩასული ბუდაპეშტში. რაღაც არ მახსენდება მსოფლიოდან ბევრი მედალი ოდესმე ჩამოგვეტანოს. განთესვის ნომრობა რომ რამეს ნიშნავდეს ბელგია მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი იქნებოდა ფეხბურთში. არ არის ეს კაცი მსოფლიო სამეულის დონის და მეტი არც უნდა მოსთხოვოთ. ევროპა კი ძიუდოში ძნელად უქაჩავს აზიას და ამას ალბათ სხვანაირი დონე და მენტალიტეტი სჭირდება. რომ დაეხეტებიან ამ ერთობლივ შეკრებებზე მსოფლიოს გარშემო. გინახიათ იაპონიის ნაკრები სადმე წამსვლელი? ის კი არადა სერიოზული შეჯიბრების წინ საერთოდაც დახურულ პირობებში ვარჯიშობენ და საკუთარ ჟურნალისტებსაც კი არ აძლევენ მიახლოების საშუალებას. ასევე აკეთებენ რუსებიც და ოლიმპიადიდან ორი-სამი ოქროც მიაქვთ.
................
28 აგვისტო 2017 15:35
0
დაუჯერებელია საქართველოში ამ წონაში ამაზე მეტიპერსპექტივა არ იყოს. რა ჩაიციკლენ ამ უნიჭო ძიუდოისტზე გაუგებარია
soso
28 აგვისტო 2017 15:18
6
სეხნიავ,რამდენი წელია პაპინაშვილი ნალრებშია და მუდამ მედალოსანია ან მედლისათვის იბძვის,შეიძლება მთლად კაშკაშა ვარსკვლავი ვერ არის,მაგრამ აქვს საკმაოდ მაღალი და სტაბილური დონე.ამდენი ხანი მუდმივად ელიტაში ყოფნა ასე იოლია?ჯოჯოხეთური შრომაა და ნიჭის 99% სწორედ შრომაზე გადის.უნიჭო და ზარმაცი ამდონეზე ვერ იჭიდავებს.საქართველოში ამ უნიჭო პაპინაშვილზე ძლიერი ჯერჯერობით არავინაა და თქვენს უბანში თუ უფრო ნიჭიერები ბირჟაზე დგანან,გააცანით ქვეყანას,იქნებ რამე გვეშველოს.ძალიან მძიმე ბადეები შეხვდათ ჩვენს ძიუდოისტებს,ამიტომ წარმატებებთან ერთად იღბალსაც ვუსურვებ.
სოსო
28 აგვისტო 2017 21:50
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული