შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ერთი ბრინჯაოს მედალია - პრიზიორი 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი გახდა, მანამდე კი უმედლოდ დაასრულა ასპარეზობა ამირან პაპინაშვილმა (-60).
- [ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] მარგველაშვილის ორმაგი გმირობა [VIDEO]
"პირველი დღის ამბებით ყველანი გულდაწყვეტილნი ვართ. ამირან პაპინაშვილს უფრო მეტი შეეძლო და უფრო უკეთ იყო მომზადებული, თუმცა მისგან მეტი თავდადება და მეტი მონდომება იყო საჭირო.
რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილის
- ვაჟა მარგველაშვილი: ოლიმპიადამდე გამოვასწორებ ამ შეცდომას
ვეცდებით, მომავალში აუცილებლად გამოვასწოროთ ყველაფერი. ის აბესთან საჭიდაოდაც მზად იყო, ჩვენს მითითებებსაც ზედმიწევნით ასრულებდა, რომ მისი მარჯვენა ხელი გამუდმებით ეკონტროლებინა, არ მიეცა ჩავლება, თუმცა ერთმა არასწორად შესრულებულმა მოძრაობამ გამოიწვია ეს მარცხი.
მან ანთანაც ზედმიწევნით შეასრულა ჩვენი დავალებები: როგორც ყველა კორეელთან, მასთანაც აუცილებელი იყო, მაქსიმალურად ახლოს ჰყოლოდა, თვითონ ზევიდან ეჭიდავა იმ გადავლებებით, რის გაკეთებასაც ცდილობდა, რაც შეასრულა კიდეც".