განაცხადი გაკეთებული აქვს ჩვენი ნაკრების კიდევ ორ ლიდერს, ევროპის სამ-სამგზის ჩემპიონებს, მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილსა (90) და მსოფლიოს ორგზის ფინალისტს, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვალერი ლიპარტელიანს (100), თუმცა მათი მონაწილეობა ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა.
ისინი საკუთარი სახსრებით აპირებენ ხორვატიაში წასვლას, რადგან მეტი სატურნირო პრაქტიკის მიღება სურთ, მაგრამ პრობლემად წმინდა ტექნიკური საკითხი - ბილეთები და ასეთები რჩება. იმედია, საბოლოოდ ესეც მოგვარდება და ისინიც იჭიდავებენ
სამწუხაროდ, სხვა ფედერაციების დარად, წლეულს ბიუჯეტი ძიუდოსაც შეუმცირდა და იმთავითვე იცოდნენ, რომ ფული მსოფლიოს ჩემპიონატების ჩათვლით (ასაკობრივებიც იგულისხმება) ეყოფოდათ. ამიტომ პლანეტის პირველობის შემდგომი საკმაოდ მაღალი რანგის ტურნირები კალენდარში შეტანილი არცაა. მათ შორის - არც ზაგრებისა და იქ გამოსვლაც არ იგეგმებოდა. უბრალოდ, პაპინაშვილმა ადრევე ითხოვა მონაწილეობა და თადარიგი დაიჭირეს.
ნაკრების ხელმძღვანელობას საშემოდგომოდ მზადების სხვა გეგმა აქვს, მაგრამ ტურნირებში მონაწილეობაც სურს. მათ შორის, ისეთ გამორჩეულებში, როგორიცაა დეკემბერში გასამართავი ძიგორო კანოს სახელობის გრან პრი და მასტერსი.
ამასთან, 11-12 ნოემბერს მაროკოულ მარაკეშში მსოფლიოს ღია პირველობაც იმართება, ასევე ჩასატარებელია სასწავლო-საწვრთნელი შეკრებებიც, ამ ყველაფერს კი გვარიანი ფინანსები სჭირდება. თუმცა ძიუდოს ფედერაცია შეჩვეულია ასეთ ფორსმაჟორში მუშაობას: წლის ბოლოს თითქმის არასოდეს ჰყოფნით ფული, მაგრამ მაინც ახერხებენ შეჯიბრებებში მონაწილეობას. სავარაუდოდ, ახლაც ასე იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
არადა, ამ ბიჭებისა და გოგოების წარმატება ნიშნავს სსპორტის პოპულარობას, ბავშვებისა და მოზარდების დაინტერესებას და დაკავებას სპორტით, შემდგომ წარმატებებს, საქართველოს პრესტიჟის მატებას და რაც მთავარია-ნაკლებ უსაქმურობას, ნაკლებ სმას, ნაკლებ დანაშაულს, ბიოებს, მარიხუანებს და ჯანდაბებს!
სირცხვილი იმათ, ვინც სპორტში ფულს არ დებს!