საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: უფულობა აქაც პრობლემაა

AutoSharing Option
29 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე ხორვატიულ ზაგრებში ძიუდოისტთა გრან პრის მორიგი ტურნირი იწყება, სადაც საქართველოდან ამირან პაპინაშვილის (60) მონაწილეობა გადაწყვეტილია.

განაცხადი გაკეთებული აქვს ჩვენი ნაკრების კიდევ ორ ლიდერს, ევროპის სამ-სამგზის ჩემპიონებს, მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილსა (90) და მსოფლიოს ორგზის ფინალისტს, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვალერი ლიპარტელიანს (100), თუმცა მათი მონაწილეობა ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა.

ისინი საკუთარი სახსრებით აპირებენ ხორვატიაში წასვლას, რადგან მეტი სატურნირო პრაქტიკის მიღება სურთ, მაგრამ პრობლემად წმინდა ტექნიკური საკითხი - ბილეთები და ასეთები რჩება. იმედია, საბოლოოდ ესეც მოგვარდება და ისინიც იჭიდავებენ
ზაგრებში.

სამწუხაროდ, სხვა ფედერაციების დარად, წლეულს ბიუჯეტი ძიუდოსაც შეუმცირდა და იმთავითვე იცოდნენ, რომ ფული მსოფლიოს ჩემპიონატების ჩათვლით (ასაკობრივებიც იგულისხმება) ეყოფოდათ. ამიტომ პლანეტის პირველობის შემდგომი საკმაოდ მაღალი რანგის ტურნირები კალენდარში შეტანილი არცაა. მათ შორის - არც ზაგრებისა და იქ გამოსვლაც არ იგეგმებოდა. უბრალოდ, პაპინაშვილმა ადრევე ითხოვა მონაწილეობა და თადარიგი დაიჭირეს.

ნაკრების ხელმძღვანელობას საშემოდგომოდ მზადების სხვა გეგმა აქვს, მაგრამ ტურნირებში მონაწილეობაც სურს. მათ შორის, ისეთ გამორჩეულებში, როგორიცაა დეკემბერში გასამართავი ძიგორო კანოს სახელობის გრან პრი და მასტერსი.

ამასთან, 11-12 ნოემბერს მაროკოულ მარაკეშში მსოფლიოს ღია პირველობაც იმართება, ასევე ჩასატარებელია სასწავლო-საწვრთნელი შეკრებებიც, ამ ყველაფერს კი გვარიანი ფინანსები სჭირდება. თუმცა ძიუდოს ფედერაცია შეჩვეულია ასეთ ფორსმაჟორში მუშაობას: წლის ბოლოს თითქმის არასოდეს ჰყოფნით ფული, მაგრამ მაინც ახერხებენ შეჯიბრებებში მონაწილეობას. სავარაუდოდ, ახლაც ასე იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
საქართველოში პატრიოტი და პატიოსანი ბიზნესმენების დეფიციტია
მურთაზი
30 სექტემბერი 2017 21:39
0
სირცხვილი ფედერაციას. ის ხომ მოსწონტ შემდგომ მედლებირ რომ ბრუნდებიანმ
lela
30 სექტემბერი 2017 12:11
0
ასეთ რაღაცეები შევარსნაძის მერე აღარ ყოფილა საქართველოში ანუ სამგზავრო ფულიც აღარაა ტფუ ამათი.
mnm
29 სექტემბერი 2017 16:14
0
ძიუდოს ფედერაციის მესვეურებს რა ფული მორჩებათ?!
888
29 სექტემბერი 2017 10:29
0
ფედერაცია უბრალოა. სპორტს მთლიანად შეუმცირა დაფინანსება სახელმწიფომ, იმ მოტივით, რომ ოლიმპიური წელი არ არისო და შეჯიბრებებზე სიარული ქულების და ლიცენზიების ასაღებად არ გჭირდებათო.
ენლილ
29 სექტემბერი 2017 21:54
0
ფეხბურთის სახელი ხომ ვატანთ ქარს, თუ არა და კონკრეტული ჩინოვნიკების გამდიდრებას :(
365 მილიონს
29 სექტემბერი 2017 08:51
0
სახელმწიფომ თუ რამე უნდა დააფინანსოს ეს ძიუდოა!!!!!!!! ამ ბიჭებს ძალიან დიდი დაფასება ჭირდებათ სახელმწიფოსგან და გაზულუქებული ბიზნესმენებისგან!!!!!!
ken
28 სექტემბერი 2017 19:56
0
სულ რამდენიმე დარგია, რომლის წარმომადგენლები ყოჩაღობენ და საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ საქართველოს სახელი. ნუთუ ასეთი რთული იყო დაფინანსების გამოყოფა. სირცხვილია პირდაპირ! თან საშინელი სირცხვილი! რამდენ უსარგებლო რაღაცაზე იფლანგება ბიუჯეტი და რამდენ უმაქნის ჩინოსანს უსქელდება ჯიბე ხაზინის ხარჯზე... ღიპოსან-ჯიპოსან მამაოებს ხომ ცალკე ატენიან მილიონებს..
არადა, ამ ბიჭებისა და გოგოების წარმატება ნიშნავს სსპორტის პოპულარობას, ბავშვებისა და მოზარდების დაინტერესებას და დაკავებას სპორტით, შემდგომ წარმატებებს, საქართველოს პრესტიჟის მატებას და რაც მთავარია-ნაკლებ უსაქმურობას, ნაკლებ სმას, ნაკლებ დანაშაულს, ბიოებს, მარიხუანებს და ჯანდაბებს!
სირცხვილი იმათ, ვინც სპორტში ფულს არ დებს!
ენლილ
28 სექტემბერი 2017 19:42
1
უბრალოდ სირცხვილია და მეტი არაპერი
liverpuli barselonas supermarketi.
28 სექტემბერი 2017 17:21
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული