ყაზახეთის პრეზიდენტის თასი: გორელი ძიუდოისტების ბრინჯაო აქტობედან

AutoSharing Option
ყაზახეთის ქალაქ აქტობეში გამართულ საერთაშორისო გუნდურ პირველობაზე (ყაზახეთის პრეზიდენტის თასი) ქართველ ძიუდოისტთა გუნდმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

შეჯიბრებაში სულ 10 სხვადასხვა ქვეყნის ნაკრები იღებდა მონაწილეობას (ყაზახეთის I და II ნაკრები, საქართველო, ბელორუსი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყირგიზეთი, უზბეკეთი, რუსეთი, კორეა). საქართველოს სახელს თითქმის მთლიანად გორელი ძიუდოისტებით დაკომპლექტებული გუნდი იცავდა: ვანო თოთლაძე (66 კგ), ტატო ტატულაშვილი (73), ანზორ ბიბილაშვილი (81), გიორგი პაპუნაშვილი (90) - ყველა გორი, ონისე ბუღაძე (მძიმე) - საჩხერე. მწვრთნელი - ნიკო ბიბილაშვილი.

ჩვენმა სპორტსმენებმა პირველ შეხვედრაში ყახაზეთის პირველ ნაკრებთან წააგეს, მომდევნო
ყველა პაექრობა კი გამარჯვებით დაასრულეს. მოუგეს ჯერ ყაზახეთის მეორე ნაკრებს, შემდეგ აზერბაიჯანს, უშუალოდ ბრინჯაოს მედლისთვის კი ბელორუსი დაამარცხეს.

შეჯიბრების გამარჯვებული ყაზახეთის პირველი ნაკრები გახდა, ფინალში მათ კორეა დაამარცხეს.

ორგანიზატორთა მიერ პირველ ადგილზე გასული გუნდისთვის დაწესებული იყო 12, მეორეზე - 8, ხოლო მესამეპრიზიორებისთვის 5 ათასი დოლარი საპრიზო ფონდიდან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული