დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლუხუმ ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
23 თებერვალს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი დიუსელდორფის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან დაიწყება, რომელსაც "სილკ უნივერსალი" აჩვენებს.

ჩხვიმიანი ნახევარფინალში იაპონელ რუიჯუ ნაგაიამს შეხვდა და იპონით დამარცხდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირის სტარტზე ფრანგ ჯოლან ფლორიმონტს იპონით მოუგო, ხოლო შემდეგ მონღოლ ბოლდბაატარ განბატს ასევე იპონით სძლია. მესამე კი, ვინც ჩხვიმიანმა გზიდან მოიცილა, ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე გახდა, რომელსაც ჩვენებურმა იპონით მოუგო.

შეგახსენებთ, რომ დღეს მხოლოდ ერთი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლუხუმ ჩხვიმიანი ერთ ერთი პროგრსირებადი ძიუდოისტია ჩვენს ძიუდოს ნაკრებში მე მას დღეს პირველივე გამოსვლიდან ვუყურებ და მჯერა რომ ამ ბიჭს კარგი მომავალი ექნება და თქვენ რომელსაც გგონიათ რომ ასეთი სამარცხვინოა ეს ბიჭი ძალიან ცდებით და ამ სპორტში ზერელე ცოდნით იმყოფებით ეს ჩემი სუბიექტური აზრია და უბრალოდ არ შემეძლო რომ არ გამომეთქვა
Fani
17:55 23-02-2018
2
სამარცხვინოა მისი ჭიდაობა,დავიჯერო მეტი არავინაა ამ წონაში?! ჩხვიმიანი არარი მოჭიდავე და დაანებეთ თავი მის თრევას აქეთ-იქით,რა გადაიხადა ამისთანა ერთი ვიცოდე
halagaji
17:19 23-02-2018
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული