21:49 25-02-2018
ვარლამ ლიპარტელიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემი მოიგო [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველმა ჯერ ყირგიზი ფარუხ ბულეკელოვი დაამარცხა, შემდეგ ავსტრიელი ლაურინ ბოელერი და მონღოლი ოტგონბაატარ ლკჰასვასურენი. ნახევარფინალში ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს სძლია, ფინალში კი 2 წუთში ირლანდიელ ბენჟამინ ფლეტჩერს მოუგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ამას გარდა, მან 1000 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა, უკან მოიტოვა ჰოლანდიელი მიხაელ კორელი და მსოფლიოს რეიტინგში გალიდერდა..
შეგახსენებთ, ამ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60 კგ) მოიპოვა.
შედეგები
60 კგ. 1. რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია); 2. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი); 3. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო), ერიკ ტაკაბატაკე (ბრაზილია).
66 კგ. 1. კენზო ტაგავა (იაპონია); 2. გიორგი ზანთარაია (უკრაინა); 3. ერკემბაიარ ბატოგტოხი (მონღოლეთი), ბარუხ შმაილოვი (ისრაელი).
73 კგ. 1. შოჰეი ონო (იაპონია); 2. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი); 3. ტოჰარ ბუტბული (ისრაელი), ფერდინანდ კარაპეტიანი (სომხეთი).
81 კგ. 1. საეიდ მოლაე (ირანი); 2. ალფა ოუმარ დიალო (საფრანგეთი); 3. ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი), დომინიკ რესელი (გერმანია).
90 კგ. 1. მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი); 2. მაშუ ბაკერი (იაპონია); 3. ალტანბაგანა განტულგა (მონღოლეთი), ნიკოლოზ შერაზადაშვილი (ესპანეთი).
100 კგ. 1. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო): 2. ბენჟამინ ფლეტჩერი (ირლანდია); 3. ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია), ნიიაზ ბილალოვი (რუსეთი).
+100 კგ. 1. ჰისაიოში ჰარასავა; 2. ტაკეში ოჯიტანი (ორივე - იაპონია); 3. ბეკბოლოტ ტოკტოგონოვი (ყირგიზეთი), ანდრეი ვოლკოვი (რუსეთი).
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
+100-ში პირველი ადგილი არცერთს მიუღია, რადგან ორივე ჰანსოკუ-მაკეთი მოხსნეს, სხვათაშორის ეს პირელი შემთხვევაა, როდესაც ორივე სპორტსმენი მოხსნეს შეჯიბრებიდან და რადგან ფინალი იყო, ორივემ ვერცხლი აიღო
1
0
ვარლამი რომ დაამთავრებს კარიარას, მერე რა გვეშველება.
2
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული