ეკატერინბურგის გრან სლემზე ზებედა რეხვიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გრან სლემზე საქართველოს ნაკრები 8 ძიუდოისტით გამოვიდა:
-60კგ - ამირან პაპინაშვილი
-73კგ - ზვიად კაპანაძე
-81კგ - ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი
-100კგ- ონისე სანებლიძე, დავით იზბეთელაშვილი
+100კგ - გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე

სამწუხაროდ, ფინალურ ეტაპზე მხოლოდ რეხვიაშვილი და ბუღაძე გავიდნენ. ბუღაძე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელ ტამერლან ბაშაევთან დამარცხდა, რეხვიაშვილმა კი იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს 14 წამში სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული