ijf.org: გურამ თუშიშვილმა უნდა დაგვანახოს, რომ მძიმე წონაში რანგით მეორე ძიუდოისტია

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საიტი ქართველი მძიმეწონოსანი ძიუდოისტის, გურამ თუშიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

"თბილისში გასამართ გრანდ სლემზე მძიმე წონაში ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი გურამ თუშიშვილია. 2018 წელს გამართულ წინა ორ გრანდ სლემზე მან საპრიზო ადგილები ვერ დაიკავა.

თუმცა ახლა ქართველს თავისი გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი აქვს და ჩემპიონობას უმიზნებს.

ქართველებს ისეთი ცნობილი ძიუდოისტები დააკლდებიან, როგორებიც ბექა ღვინიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი არიან.

თუშიშვილმა სახელი ლეგენდარულ ძიუდოისტთან, ტედი რინერთან გამართული ორი ორთაბრძოლის შემდეგ გაითქვა, სადაც ის ფრანგს ტოლ-სწორად ეჭიდავა და აჩვენა, რომ სერიოზული კონკურენტი ჰყავს.

უცნობია, თუ როდის შედგება მათი მესამე შეხვედრა, მაგრამ ახლა თუშიშვილს სჭირდება, რომ უფრო მეტი ოქროს მედალი მოიპოვოს და ყველას დაანახოს, რომ ტედი რინერის შემდეგ მეორე ძიუდოისტია მძიმე წონაში", - ნათქვამია სტატიაში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სამწუხაროა, რომ თუშიშვილს ბოლო დროს ჩავარდნები აქვს! იმედია გამოასწორებს!
ნუკრი
14:02 29-03-2018
1
რინერი არ ჩამოდის, ბოლო-ბოლო?
გელა
16:03 29-03-2018
2

სიახლეები პოპულარული