ვარლამ ლიპარტელიანი: ზვიადაური თუ პრეზიდენტი გახდება, მე ძიუდოდან წავალ

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედში" გადაცემა "სპორტი იმედზე" ვარლამ ლიპარტელიანმა, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის ბრალდებაზე ისაუბრა, რომ ძიუდოისტთა პროტესტი მართულია.

▶ დავით ქევხიშვილი: გადადგომას არ ვფიქრობ... რაში შევუშალე ხელი?
▶ "არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება"

- ჩვენს ზემოთ არავინ არ დგას, არც ერთი პიროვნება და ეს პროცესები არ არის მართული, მე მთელი ცხოვრება მოვდივარ სპორტით. მე ჩვენს ჰიმნზე იმიტომ არ ვდგავარ, იმიტომ არ ვწევ დროშას, რომ მერე ვიღაცასთან თავი ვიმართლო. პირობას ვდებ, რომ
მსგავს რამეს არასდროს გავაკეთებ.

მე შემიძლია ნებისმიერ პიროვნებასთან დავჯდე და ვისაუბრო, თუ სად დაიწყო ეს ყველაფერი და რამ გამოიწვია ჩვენი პროტესტის ეს ფრომა.

ჩვენს უკან არავინ არ დგას, არც ერთი პიროვნება და არც ერთი ძალა. თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ ვინმე მმართავს, გავაკეთებ განცხადებას და წავალ ძიუდოდან.

მე ზურაბ ზვიადაურთან ახლო ურთიერთობა მაქვს და ვიცი რა ინტერესი აქვს. ჩვენ ძიუდოისტები მის მაგალითზე გავიზარდეთ. პირდაპირ გეტყვით რას ცდილობს ზვიადაური: მისი მოყვანილია დავით ქევხიშვილი, მისი კონსულტაციით დაინიშნა და იგი თავისი შეცდომის გამოსწორებას ცდილობს.

ამიტომ იძახის ზვიადაური პირველი და ქევხიშვილს ააშკარავებს. მე ვიცი, რომ ზურაბ ზვიადაურის ინტერესში არ შედის თანამდებობის დაკავება, თუ ის ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნება, მე იმ დღესვე წავალ ძიუდოდან.

მე თუნდაც ძიუდოზე მომიწიოს თავის დანებება, ბოლომდე ვიბრძოლებ, ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი ვარ და ჩემს სიმართლეს ბოლომდე გავიტან!

ფედერაციის პრეზიდენტად უნდა მოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელიც არის კარგი მენეჯერი, აქვს საერთაშორისო ფედერაციასთან კონტაქტი, რომელიც არ ჩაერევა მწვრთნელთა საქმიანობაში და თავის საქმეს მიუდგება პროფესიონალურად.
მკითხველის კომენტარები / 27 /
თანამშრომლის ძმა არის ძიუდოს ნაკრებში და არ უჭერს მხარს ლიპარტელიანის მოთხოვნას. როგორც თქვა, წინათ მთელი ძიუდოს ბიუჯეტი ხმარდებოდა "ელიტარულ" ძიუდოისტებს, რომლებიც საქართველოს ჩემპიოანტშიც არ კადრულობდნენ მონაწილეობის მიღებას და მინიმალური თანხა მიდიოდა ახალგაზრდულ ნაკრებზე და პერსპექტიულ სპორტსმენებზე. ქევხიშვილის დროს შეიცვალა ეს მიდგომა, მარტო "ძველ გვარდიაზე" არ იხარჯება ფული, სხვებსაც ეძლევა ტურნირებზე გამოსვლის შესაძლებლობა, რომ გაიზარდონ და გამოჩნდეს პერსპექტიული მოჭიდავეები, ახალგაზრდულზეც მეტი იხარჯებაო. ხოდა ეს "ელიტარული" ძიუდოისტები, უკმაყოფილოები არიან ამ ცვლილებებითო. ეს არის რაც მითხრა, რამდენად მართალია ან ტყუილი თავს ვერ დავდებ
გიორგი
15:05 14-05-2018
0
გარედან ისე ჩანს, თითქოს თავში რაღაც აქვს ავარდნილი ლიპარტელიანს. ცოტა "სვანურად" ხომ არ იქცევა ეს ახალგაზრდა, ისე როგორც ქევხიშვილი "კახურად"!!. ორი დიდტარიანი ტაპორი დაეჯახა ერთმანეთს. აბა რომელი!! ვაი!! სასაცილო კი არა, სატირალია ამათი ქმედებები.
mihko
11:29 11-05-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული