კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ძიუდოისტები იკრიბებიან

AutoSharing Option
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ძიუდოს ნაკრების წევრები იკრიბებიან.

ისინი შეხვედრას გამართავენ კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან და თავიანთ პოზიციებს გააცნობენ.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

შეკრებილი ძიუდოისტების მოთხოვნაა, თანამდებობა დატოვოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა. თავად ქევხიშვილი კი აღნიშნულ შეხვედრას, რომელიც სამინისტროში გაიმართება, არ დაესწრება.

ძიუდოისტების განცხადებით, სიტუაცია მაქსიმალურად დაიძაბა. მათ წინაშე უამრავი პრობლემაა, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი ვერ უმკლავდება. მათივე თქმით, ქევხიშვილს უნდა ეყოს გამბედაობა და 10 მაისს დაგეგმილ ყრილობამდე დატოვოს თანამდებობა.

▶ ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე
გაემგზავრნენ
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფედერაციის საიტზე თუ მოიძიებთ, მწვრთნელების გათავისუფლების შესახებ ახალი ინფორმაცია არ განუახლებიათ, მწვრთნელაბად ისევ იგივე გვარები უწერიათ,მაგრამ დადეს ინფორმაცია შავდათუაშვილის და მარგველაშვილის გამგზავრება "არ გამორჩენიათ"
ნინო
16:54 08-05-2018
0
აქ მტყუან მართალზე აღარ არის საუბარი. აქ თუ სასწრაფოდ არ გადაიდგა ნაბიჯები, ეს ქართველების საუკეთესო სპორტის სახეობა რეგრესისკენ წავა!
gulshematkivari
16:57 07-05-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული