ვარლამ ლიპარტელიანი - ჩვენ არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევთ და ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის

AutoSharing Option
ჩვენ არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევთ და ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ყველა სპორტსმენი ერთ აზრზეა და მათი პოზიცია უცვლელია, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს. სპორტსმენი კონკრეტიკისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ მომავალ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით მედიას ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდება.

„ჩვენ არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევთ და ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის, სანამ ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს. ეს ორი დღე ჩვენ არ ვჩერდებით, შეხვედრა იქნება იმ ადამიანებთან, რაიმე
გეგმა დაისახება თუ არა, ეტაპობრივად გეცნობებათ. რაც შეეხება აქციებს, არაა ის პერიოდი, რომ გადაჭრით ვთქვათ რამე. ბიჭები ერთად გადავწყვეტთ ყველაფერს“, - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

კულტურისა და სპორტის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, სპორტსმენებმა მინისტრთან საუბრისას ყურადღება გაამახვილეს იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც ძიუდოს ფედერაციაშია, მათ შორის ნეპოტიზმზე და იმ საკადრო ცვლილელებზე, რომელიც დავით ქევხიშვილის გადაწყვეტილებით განხორციელდა და რომელიც სპორტსმენთა შეფასებით, არაკანონიერია. შეხვედრის დასრულების შემდგომ სპორტსმენებმა და მინისტრმა მიხეილ გიორგაძემაც აღნიშნეს, რომ სიტუაცია კრიტიკულია. ცნობილია ისიც, რომ სამინისტრომ ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე მოკვლევა დაიწყო.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული