დავით ქევხიშვილი: არ გადავდგები და ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ძიუდოისტებს არ ჰქონიათ კითხვები. ისინი მოვიდნენ იმისთვის, რომ წარმოეჩინათ, თითქოს ფედერაციაში არის პრობლემები. მე ამ სამი დღის განმავლობაში რაც მოვისმინე, ეს შევაჯამე და წარვუდგინე ჩემი პასუხები ყრილობას. პირველ რიგში, ძიუდოს ოჯახის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული.

ძალიან კარგია, რომ სამინისტრომ გააკეთა კომისია და ვიმედოვნებ, გვექნება შესაძლებლობა, ამ ფორმატში გვქონდეს დიალოგი. ვფიქრობ, რომ საერთო ენა მაინც გამოინახება.

როცა ვესაუბრები ძიუდოისტებს, ისინი მეუბნებიან, რომ ჩემთან მოთხოვნები არა აქვთ. ისინი ასევე მეუბნებიან, რომ "გუნდია" და ამიტომ
არიან ერთად.

ვარლამ ლიპარტელიანს მინდა მივმართო, მასზე წინ მე ვიყავი გუნდის კაპიტანი და 2009 წელს, როცა გარკვეული პრობლემები იყო, მე შიდა სამზარეულო გარეთ არ გამიტანია და არც ვარჯიში შემიწყვეტია. მე მაშინ ვესაუბრე მწვრთნელს და დიალოგით მოვაგვარეთ ეს ამბავი.

როცა კაპიტანი ხარ, არ შეიძლება ასე პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე. ვარლამ ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება!

რა თქმა უნდა, ამ პროცესების უკან დგას რაღაც ჯგუფები და მე ამას არ ვუღრმავდები. არ იქნება სწორი, რომ მე გადავდგე, რადგან მათ ასე უნდათ, რადგან მათგან მე არგუმენტებიც კი ვერ მოვისმინე. ამ ყველაფერს წყვეტს ყრილობა და მათ მოისმინეს დღეს ჩემი პოზიცია".

▶ ქევხიშვილისგან ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას ველოდებით - ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს [VIDEO]
▶ ძიუდოს ფედერაციასთან დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ
მკითხველის კომენტარები / 53 /
რა დაბალი დონეა ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება. ძალიან ჭ კლასია
Em8granti
10 მაისი 2018 18:54
3
ყვარყვარე (ქევხიშვილი): " სალამი პროლეტარიატის წარმომადგენლებს"!
გუჯარა
10 მაისი 2018 18:34
2
ყვარყვარე(ქევხიშვილი): "ბიჭო რევოლუციამ მე ტანჯვის მეტი რა მარგუნა? ჯერ იყო და ქვეყანას რომ ეძინა მაშინ ვფხიზლობდი მე! ახლა არის და ისევ ხალხს უნდა ვემსახურო და ვიტანჯო! თქვენ რა გენაღვლებათ, ძიუდოს ველზე რომ დავეცემი თქვენ არ დაგჩებათ ყველაფერი!? (მანამდე არ აგიდგათ გვერდები).
გამგე
10 მაისი 2018 18:30
2
ეჰ ლიპო,ლიპო......ჩემი საყვარელი სპორცმენი ხარ 2008 წლიდან მოყოლებული. როგორ გამიხარდა შენ მიერ 2010 წლის თებერვლის ბოლოს მოგებული პრაღის ტურნირი. 2009 წელი მწირი მონაგარით ჩაამთავრე. მომდევნო წელი კი ცუდად დაიწყე. წელიწადზე მეტი დაგჭირდა იმისთვის, რომ მორიგი ოქრო მოგეგო. კავკასიაზე აქუს სრულიად არასპორტულ გადაცემაში გავაგზავნე მოლოცვის სმს. სასაცილოა, მაგრამ იმდენად დიდი იყო სიხარული......
შემდეგ იყო 2011 წლის ბოლოს მოგებული აბუ – დაბის გრამპრის ტურნირი.წელიწადნახევარზე მეტი იყო გასული ევროპის გუნდური პირველობის მოგებიდან. რთული იყო 2009 – 2011 წლები არამარტო შენთვის, არამედ მთლიანად ქართული ძიუდოსთვის. მერე იყო გარდამავალი, მაგრამ მაინც ძალზედ წარმატებული 2012 წელი (შენთვისაც ძალზედ წარმატებული). 2013 წლიდან კი ოქროს ხანა დაიწყო ქართულ ძიოდოში, რომლის მთავარი შემოქმედნი შენ და ჭრიკიშვილი იყავით.....
90 კილოში ზედიზედ რვაჯერ აიღე მედალი ევროპის ჩემპიონატებზე. რვავე კარგად მახსოვს. კარგად მახსოვს ასევე თუ როგორ ვინერვიული თითოეულ მათგანზე. წინა ევროპაზე 100 კილოში იასპარეზე და მედლის გარეშე დარჩი. მაგრად განვიცადე, თითქოს რაღაც ეპოქა დასრულდაო, ისე აღვიქვი. მაგრამ ახალი წონა იყო და თანაც სამი შეხვედრის მოგება მაინც შეძელი. ამ ევროპაზე კი, სადაც პირველ ნომრად იყავი განთესილი, პირველივე შეხვედრა დათმე. 31 მონაწილე იყო წონაში და მარტო შენ ისვენებდი პირველ წრეში. ეს მაშინვე ცუდად მენიშნა....მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, საქმე სულ სხვა რამეში ყოფილა.
შეგნებულად არ მომზადებულხარ ასპარეზობისთვის სათანადოდ და შემდეგ ტურნირზეც არ დაიხარჯე ბოლომდე, რაც აშკარად თვალში საცემი იყო. ასეთ საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს. მაქსიმალურად რომ დახარჯულიყავი და თუნდაც მედლის გარეშე დარჩენილიყავი, პროტესტიც ლეგიტიმური იქნებოდა და რაც მთავარია მისაღებიც. ახლა რა გამოდის, გულშემატკივარს და ქვეყნის ღირსებას "სათანადო პატივი" არ მიაგე და კიდევ იძახი არ ვივარჯიშებო?!....ქევხიშვილი გადადგესო, ზვიადაური არ უნდა გახდესო პრეზიდენტი და ა. შ. ჭრიკიშვილიც აიძულე (თუ აიძულეთ),რომ უარი ეთქვა ბოსნიის ტურნირზე და მასაც აურიეთ თავგზა. არადა დიდი იმედით ველოდი მის ასპარეზობას და რა გამოვიდა.....
მოკლედ, შინაურ ოპონენტებს ცუდ დროს შეუტიე ლიპო, რითაც მხოლოდ ქვეყანა ზარალდება. ქვეყნის დროშას და გარეშე ოპონენტებს მიხედე, ისე როგორც საჭიროა. მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო ერისა და ქვეყნის წინაშე....
სიყვარულით.......და სინანულის განცდით..................
ლაშა L.S.R.
10 მაისი 2018 17:23
17
როგორც ჩანს, მოქმედ ძიუდოისტებს თავს გაუვიდათ და ზედმეტებს ითხოვენ. საკუთარი მარცხის სხვაზე გადაბრალებას ცდილობენ. თუ რაიმე თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა, ამას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ძალიან მარტივად დაადგენს. მათ კონტროლს ვერავითარი გადარიცხვა ვერ გაცდება. ანუ, აუდიტორული შემოწმებაც არ არის საჭირო, რადგან ყველა ფინანსური ოპერაცია ონლაინ რეჟიმში ჩანს. თითოეული ძიუდოისტი თუნდაც ბრინჯაოს მოპოვებაზეც ათეულ ათასობით ლარს იღებს პრემიას. უიშვიათესი გამონაკლისის გარდა ამხელა თანხებს არცერთი სახელმწიფო არ უხდის ძიუდოისტებს, რადგან ზოგადად, ჭიდაობა(მათ შორის ძიუდოც) არაკომერციული სახეობაა და ძალიან მცირე ჯგუფს თუ აინტერესებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მოქმედი სპორტსმენები ტყუიან და სხვების სეცდომაში შეყვანასაც ცდილობენ. საჯარო განცხადებებით რომ იწყებ და უკან დასახევს აღარ იტოვებ, ჯერ გამგეობის წევრებს შეხვედროდით, გენერალურ მდივანს და მერე გესაუბრათ ტელევიზიით და პრესით. მეეჭვება, რომელიმე ძიუდოისტი ერკვეოდეს ფინანსურ ოპერაციებში, ბიუჯეტის დაგეგმვის და ხარჯვის პროცედურებში. კი ბატონო, გამოყოფილი თანხა არასაკმარისია, მაგრამ იქნებ მიღებული დაფინანსებიდან რაც გაკეთდა, მაქსიმუმია. ჯერ გადახტით და ოპლა მერე დაიძახეთ, თორემ ყველანი გადაიჩეხებით. ისე, იცოდეთ, შეუცვლელი არავინაა, არც პრეზიდენტი, არც სპორტსმენი. შეჯიბრზე ვიღაცა თუ უარს იტყვის, სხვა კანდიდატი ამით კმაყოფილიც იქნება და შეიძლება უკეთესი შედეგიც აჩვენოს. ყოველ შემთხვევაში, წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარესად მეორე კი არა, მესამე ნომრებიც კი არ გამოვიდოდნენ.
პრეცედენტი, რომ სპორტსმენები ფედერაციის საქმიანობაში ჩაერიონ, დაუშვებელია.
ლაშა
10 მაისი 2018 16:42
24
მოჭიდავეები გამონააკლისების გარდა, გამჭრიახობით არასოდეს არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ თუ ასეთ დონემდე დავიდოდნენ, მაინც ძნელად წარმოსადგრნი იყო, განსაკუთრებით კი ძიუდოისტებისაგან. ძიუდო ხომ მართლაც სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, მასში დასაქმებული განსაკუთრებულად კარგი ადამიანების ჩათვლით. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო.
dino
10 მაისი 2018 15:50
13
dato - "ვეღარ გავიგე ვინ მართალია და ვინ მტყუანი". გეთანხმები, თუმცა მაინც მგონია რომ ორივე მხარე მტყუანია. ნუთუ არ შეიძლებოდა გაუგებრობის თავიდან აცილება. თუმცა ამ ქვეყანაში ყველაფერი, მათ შორის პოლიტიკიდან დაწყებული, სპორტით დამთავრებული, სრული ვარხანალიის რეჟიმშია.
gaga
10 მაისი 2018 15:45
3
ვეღარ გავიგე ვინ მართალია და ვინ მტყუანი.)))
dato
10 მაისი 2018 15:28
4
ტიპი სამ სკამს ებღაუჭება ერთად, რაღად უნდა კითხვა რომ ქევხიშვილის ბრალია რაც ხდება ძიუდოში.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
10 მაისი 2018 15:47
1
წადი ბიჯო დაგვანებე თავი ფედერაცია შენი ხოარ გგონია ხალხში გადი გულშემატკივარის აზრი იკითხე მაინც უმრავლესობის აზრია რომ უნდა წახვიდე, სკამს ებღაუჭები და ისე ნუგაიხდი საქმეს გაგაპანღურონ ბოლოსდაბოლოს მაქედან
gulshematkivari
11 მაისი 2018 08:28
1
ვაა,რა უსინდისო ვინმე ყოფილა?!
gio
10 მაისი 2018 18:39
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული