"მე, რა თქმა უნდა, პროცესების დალაგებას ხელს ვუწყობ, იქიდან გამომდინარე, რომ მზად ვარ, მათთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან დავჯდე და ვისაუბრო გამოსავალზე. არა კამერების თანდასწრებით და პოპულისტურად, არამედ საქმიან რეჟიმში, სადაც პროცესების დალაგების ყველა სავარაუდო ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ.
რამდენიმე ვარიანტი, რაც არც ძიუდოს ინტერესებს
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია ჩასაფრებულ პოზიციაში. როდესაც ყველაფერი კარგად არის, მაშინ ხმას არ იღებენ, შესაბამისად, არც წარმატებას მიაწერენ ფედერაციას. მოგეხსენებათ, უკანასკნელი 5 წელი საკმაოდ წარმატებული იყო ჩვენთვის, თუმცა, როგორც კი პატარაზე ფეხი წაუბორძიკდება სპორტსმენს ან მწვრთნელს, შემდეგ ამოყოფენ თავს და ათას განცხადებას აკეთებენ, ათას სისულელეს საუბრობენ. ამ პროცესში ძალიან ბევრს აწყობს, რომ იყოს დაძაბულობა და ესკალაცია“, - განაცხადა დავით ქევხიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. ამ მოთხოვნით ისინი დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით
▶ ძიუდოისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ
▶ ამის შემდეგ უარესი დაემართება - ზურაბ ზვიადაური დავით ქევხიშვილის კაბინეტის აჭედვას გამოეხმაურა