დავით ქევხიშვილი: ამ პროცესში ძალიან ბევრს აწყობს, რომ იყოს დაძაბულობა და ესკალაცია

AutoSharing Option
ეს უკვე ზღვარგადასული საქციელია, რომელიც არანაირად არ ჯდება ძიუდოს ინტერესებში, - ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ბევრ ადამიანს აწყობს ამ პროცესში დაძაბულობა და ესკალაცია.

"მე, რა თქმა უნდა, პროცესების დალაგებას ხელს ვუწყობ, იქიდან გამომდინარე, რომ მზად ვარ, მათთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან დავჯდე და ვისაუბრო გამოსავალზე. არა კამერების თანდასწრებით და პოპულისტურად, არამედ საქმიან რეჟიმში, სადაც პროცესების დალაგების ყველა სავარაუდო ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ.

რამდენიმე ვარიანტი, რაც არც ძიუდოს ინტერესებს
დააზარალებს და მათ ვარჯიშის საშუალებას მისცემს, მე მათ უკვე შევთავაზე. თუმცა მე აქ უკვე ვხედავ უაზრო ახირებას და არა საქმის კეთებას. მე ამას ვერ დავარქმევ ძიუდოს მომავალზე ზრუნვას. ეს უკე პრინციპულობაც არ არის, ზღვარგადასული საქციელია, რომელიც არანაირად არ ჯდება ძიუდოს ინტერესში.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია ჩასაფრებულ პოზიციაში. როდესაც ყველაფერი კარგად არის, მაშინ ხმას არ იღებენ, შესაბამისად, არც წარმატებას მიაწერენ ფედერაციას. მოგეხსენებათ, უკანასკნელი 5 წელი საკმაოდ წარმატებული იყო ჩვენთვის, თუმცა, როგორც კი პატარაზე ფეხი წაუბორძიკდება სპორტსმენს ან მწვრთნელს, შემდეგ ამოყოფენ თავს და ათას განცხადებას აკეთებენ, ათას სისულელეს საუბრობენ. ამ პროცესში ძალიან ბევრს აწყობს, რომ იყოს დაძაბულობა და ესკალაცია“, - განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. ამ მოთხოვნით ისინი დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

▶ ძიუდოისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ
▶ ამის შემდეგ უარესი დაემართება - ზურაბ ზვიადაური დავით ქევხიშვილის კაბინეტის აჭედვას გამოეხმაურა
მკითხველის კომენტარები / 8 /
ერთი ოკუპანტების ჯარი ვერ გაგვყავს ქვეყნიდან და მეორე ქევხიშვილი თავის კაბინეტიდან) რა ყველაფერი უბედურება ჩვენ უნდა შეგვეყაროს.
gurami
16:31 23-05-2018
3
მერე თუ ხედავ რომ ბევრს აწყობს ესკალაცია და დაძაბულობა. ხედავ რომ ძიუდოს მომოვალი ნადგურდება. წადი! მე პირადათ არასოდეს ვაყენებ ჩემს პირადულს, ქვეყნის მომოვალზე წინ.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული