მიხეილ გიორგაძე: ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ

AutoSharing Option
კომისიამ დაასრულა მუშაობა და საბოლოო ჯამში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განუცხადა.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, შედარებულია ყველა ის საბუთი, რომელიც სამინისტრომ ფედერაციისგან გამოითხოვა. მცირე შეცდომა დაფიქსირდა ერთ საბუთში, რომელიც მწვრთნელებისთვის სტიპენდიების გაყოფას ეხებოდა. შესაბამისად, სამინისტრომ ფედერაციას რეკომედაციით მიმართა.

კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, შეცდომა დაფიქსირდა სამწვრთნელო შტაბთან მიმართებითაც და ჩავარდნა მოხდა ევროპის ჩემპიონატზეც, რაც მისი შეფასებით, ბუნებრივია ფედერაციის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც არის. თუმცა, მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ ქევხიშვილმა აღნიშნული
შეცდომა აღიარა. მიხეილ გიორგაძე მხარეებს მოუწოდებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა განისაზღვროს სამწრთვნელო პროცესის დაგეგმვა, რომ სპორტსმენებმა საერთაშორისო ღონისძიებებში ღირსეული ასპარეზობა შეძლონ.

"ყველა საბუთი შედარებულია. ერთ საბუთში არ იყო წარმოება სწორად გაკეთებული, ეს ეხება სტიპენდიის გაყოფას მწვრთნელებისთვის და ფედერაციას ვაძლევთ შესაბამის რეკომენდაციას. ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატზე ბუნებრივია არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც და ეს შეცდომა ქევხიშვილმა აღიარა. შესაბამისად, ფედერაციის ვალდებულებაა ახალი სამწვრთნელო შტაბის შექმნაც. საბოლო ჯამში ქევხიშვილის გადაყენების აუცილებლობას ვერ ვხედავ.

კონფლიქტის დარეგულირებისთვის ორივე მხარეს მოვუწოდებ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განვსაზღვროთ სამწვრთნელო პროცესის დაგეგმვა ისე, რომ სპორტსმენები კარგად მოემზადონ დიდი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

altზაქარია ქუცნაშვილი: არ მესმის, მწვრთნელს უცხოეთში ეძებდე და შინ სპორტსმენებს ემიჯნებოდე

altმან პრობლემების 10%-იც არ იცის - ავთანდილ ჭრიკიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს

altვისთვის ინიშნება ახალი მთავარი მწვრთნელი? - დავით ქევხიშვილის პასუხი



მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
სამაგიეროდ ხალხი ხედავს შენი გადადგომის აუცილებლობას.
არჩილ
21:36 02-06-2018
0
არ არი გამორიცხული იზანმიმართულად ხდებოდეს გუნდის დაშლა და დასუსტება რაც ბევრს აწყობს ჩვენს სამეზობლოში და არ ვიქნები გაკვირვებული მათი ინსტრუქციით ხდებოდეს ეგ საქმე. მასიური პროტესტია საჭირო სხვანაირად არ ეშველება ამ საქმეს, დაშლიან ძიუდოს ქვეყანაში თუ ხალხი ამას დაუშვებს, წლების მანძილზე შედეგი ნოლი გვექნება...
Kutaisi Jud.
14:25 30-05-2018
1

სიახლეები პოპულარული