ბოიკოტი დასრულებულია, სკამი თავისუფალია - ძიუდოისტების გაფიცვისა და ბრძოლის ერთთვიანი ქრონიკა

AutoSharing Option
თითქმის ერთთვიანი გაფიცვისა და მოთხოვნების შემდეგ ძიუდოს ფედერაციის გარშემო გაურკვევლობა დასრულდა. გუშინ დავით ქევხიშვილმა გადადგომის შესახებ სოციალურ ქსელში გვაუწყა.

Sportall.ge ამ სტატიაში შეეცდება, ის ერთთვიანი ქრონიკა განახოთ, რომელიც ძიუდოს ფედერაციის გარშემო იყო ატეხილი.

4 მაისს ძიუდოისტებმა განცხადება გააკეთეს, რომ ვარჯიშს წყვეტდნენ და არცერთ შეჯიბრში არ მიიღებდნენ მონაწილეობას.

განცხადება ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა, რომელმაც თქვა:

"დავით ქევხიშვილის მმართველობის პერიოდში ამ სპორტს არ აქვს მომავალი ამ ქვეყანაში, რაც დასტურდება მის 6-წლიანი მმართველობით და შედეგებით, რაც მხოლოდ ჩვენი, სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა და
არასდროს ფედერაციის მხარდაჭერით.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ არასდროს გვქონია მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე. მაშინ, როდესაც ძიუდო არის სპორტი, რომელსაც რეალურად მოაქვს შედეგები სამშობლოსთვის და აქვს საუკუნოვანი ტრადიციები საქართველოში. დიდი ხანია სხვადასხვა გზით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას, როგორც ძიუდო, ერთი დიდი ოჯახი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი სიამაყეა ქართული დროშის ღირსების დაცვა შეჯიბრებებზე, თუმცა უკვე შეუძლებელია ასეთ პირობებში გაგრძელება".

alt"არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება

იმ დღითვე განცხადება დავით ქევხიშვილმა გააკეთა, რომლის თქმითაც, ის გადადგომას არ აპირებდა და ვერ ხვდებოდა, რაში შეუშალა მან ძიუდოისტებს ხელი.

altდავით ქევხიშვილი: გადადგომას არ ვფიქრობ... რაში შევუშალე ხელი?

ამის შემდეგ იყო აქცია, რომელიც ძიუდოისტებმა 7 მაისს გამართეს. ავთანდილ ჭრიკიშვილმა კი განაცხადა, რომ არ სურდა ყველაფერზე ესაუბრა, რადგან ძალიან ცუდი რაღაცების თქმა მოუწევდა.

altავთანდილ ჭრიკიშვილი: ყველაფერზე რომ ვილაპარაკოთ, ძალიან ცუდი რაღაცების თქმა მოგვიწევს...

altძიუდოისტების ნაწილი დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს

ძიუდოისტები ფედერაციაში მივიდნენ. მათ დავით ქევხიშვილთან შეხვედრა სურდათ, თუმცა პრეზიდენტი იქ არ დახვდათ. ორი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი შეკრებაზე იაპონიაში გაემგზავრნენ, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ისინი სხვა სპორტსმენების აზრებს იზიარებდნენ.

ვარლამ ლიპარტელიანმა კი თქვა, რომ მათ ერთობას ვერავინ დააღწევდა თავს და ისინი ბოლომდე იბრძოლებდნენ.

altლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ

altვარლამ ლიპარტელიანი: ქევხიშვილთან ჟურნალისტების თანდასწრებით შეხვედრა გვსურდა, თუმცა დღეს კაბინეტში არ იმყოფება

altჩვენს ერთობას ვერავინ დაარღვევს! - ვარლამ ლიპარტელიანის ემოციური პოსტი

ამის შემდეგ კი იყო ფედერაციის ყრილობა, სადაც მობილიზებული იყო დაცვა. ყრილობაზე დასწრება ნაკრების წევრებმაც მოითხოვეს, რომლებიც საბოლოოდ დაუშვეს კიდეც.

ყრილობიდან გამოსულმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ დავით ქევხიშვილისგან ვაჟკაცურ გადაწყვეტილებასა და გადადგომას ელოდა, თუმცა ქევხიშვილმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ლიპარტელიანს მოუწოდა, მოქცეულიყო ისე, როგორც ნამდვილ კაპიტანს შეეფერებოდა.

altკატეგორიული მოთხოვნის შემდეგ ძიუდოისტები ყრილობაზე შეუშვეს [VIDEO]

altქევხიშვილისგან ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას ველოდებით - ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს [VIDEO]

altდავით ქევხიშვილი: არ გადავდგები და ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება

ამის შემდეგ დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ პროცესები სხვადასხვა ძალისგან იყო მართული და ვარლამ ლიპარტელიანს სპორტსმენები შეცდომაში შეჰყავდა. იყო ბრალდებები ე.წ. ატკატებზე, რომლის შესახებაც ერთ-ერთმა მწვრთნელმა ლევან ციგრიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 700 ლარიდან, რომელიც ხელფასის სახით ერიცხებოდა, 200 ლარი უკან, ფედერაციაში მიჰქონდა.

შეკრებაზე გაემგზავრნენ ასევე ღვინიაშვილი, ნაგლიაშვილი და კირაკოზაშვილი, თუმცა ისინიც ისევე ამ აზრის გამზიარებლებად დარჩნენ.

altძიუდოს მწვრთნელი ლევან ციგრიაშვილი: ხელფასის 700 ლარიდან 200 ლარი ფედერაციაში მიმქონდა

altდავით ქევხიშვილი: ეს პროცესები ლიპარტელიანისგან არის მართული და მას სპორტსმენები შეცდომაში შეჰყავს [VIDEO]

altღვინიაშვილი, კირაკოზაშვილი და ნაგლიაშვილი შეკრებაზე გაემგზავრნენ - ძიუდოისტების განცხადება

ძიუდოისტებმა 23 მაისს ფედერაციასთან აქცია გამართეს. ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ბევრს აწყობდა, რომ ამ პროცესებში დაძაბულობა და ესკალაცია ყოფილიყო.

ვარლამ ლიპარტელიანმა ის ძიუდოისტები დაასახელა, რომლებიც დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვდნენ.

გაფიცულმა ძიუდოისტებმა 27 მაისს პარლამენტის წინ კიდევ ერთი აქცია გამართეს, დავით ქევხიშვილმა კი ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო.

alt დავით ქევხიშვილი: ამ პროცესში ძალიან ბევრს აწყობს, რომ იყოს დაძაბულობა და ესკალაცია

alt"გადავარჩინოთ ქართული ძიუდო!" - დღეს ძიუდოს ფედერაციასთან აქცია გაიმართება

 

altვარლამ ლიპარტელიანმა ის ძიუდოისტები დაასახელა, რომლებიც დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ

altდავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა

გაჩნდა კითხვა - ვისთვის ინიშნებოდა ახალი მწვრთნელი? რაზეც ქევხიშვილმა უპასუხა, რომ ნაკრებში იყვნენ და იქნებიან სპორტსმენები, რომლებიც შეჯიბრზე წავლენ.

ამის შემდეგ კი მოხდა ყველაზე ცუდი ფაქტი, რომელიც ამ ერთთვიან ისტორიას უკავშირდება.

"ფეისბუქზე" ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ დაწერა, რომ დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციაში სისხლისღვრაში გადაიზარდა.

"გუშინ, გვიან ღამით, გაფიცულ ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, დაკავებულია 4 პირი, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ძიუდოისტებს. მათ შორისაა ჭაბუკთა მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერი - ლომერ ჟორჟოლიანი.

თვითმხილველების განცხადებით, ლომერ ჟორჟოლიანმა უშუალოდ დაჭრა ერთ-ერთი პირი ძიუდოს ნაკრების მხრიდან, პატრულისა და ათეულობით მოწმის თანდასწრებით, ქალაქის ცენტრალურ უბანში.

ამავე თვითმხილველის განცხადებით, დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა დავით ქევხიშვილი, რომელმაც სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.

ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ქუჩაში გამოსულია ათასობით ადამიანი ლოზუნგით #ნუმომკლავ! სწორედ ამ დროს, მწვრთნელმა სცადა სპორტსმენების დახოცვა.

დროა, დასრულდეს ეს განუკითხაობა, სასწრაფოდ გამოიძიონ ჩადენილი დანაშაული და ამ ფაქტს მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან", - წერს ჯღარკავა სოციალურ ქსელში.

 

altვისთვის ინიშნება ახალი მთავარი მწვრთნელი? - დავით ქევხიშვილის პასუხი

alt"ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა" - დაკავებულია 4 პირი

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს კი დავით ქევხიშვილმა გადადგომის შესახებ გვაუწყა.

ბოიკოტი დასრულებულია, სავარძელი - თავისუფალი. ახლა საინტერესოა, ვინ გახდება ფედერაციის ახალი პრეზიდენტი. ჩვენ კი ჩვენი ძიუდოისტებისგან კვლავ მედლებსა და დიდ წარმატებებს ველით.

altაქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ... - დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებს შორის ქევხიშვილი გამორჩეული იყო იმით, რომ სისტემური ცვლილებების გატარება დაიწყო, მასობრიობა გაზარდა და რეგიონებს მიხედა.
ძალიან ცუდია, რომ ასეთ უაზრო სიტუაციაში მოუწია გადადგომა, უკვე კომიისაგან სრულად გამართლებულს. სპორტსმენები ალბათ გამარჯვებას ზეიმობენ, მაგრამ, ჩემი აზრით, შეიძლება, ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს.....იმედია, კუდიანებზე ნადირობა არ დაიწყება ქევხიშვილის მომხრეების წინააღმდეგ და ის უცხოელი მწვრთნელიც დაიწყებს მუშაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფა გველის. თუმცა, ამ მდგომარეობითაც, ტოკიოს ოლიმპიადაზე რიოს შედეგის გამეორებაც გაჭირდება.
სულიკო
01:38 04-06-2018
10
ქევხიშვილი თუ ქოცია, მაშინ ზვიადაური მის გადადგომას რომ ითხოვდა, რა ნაცია? . მაგარი ანალიტიკოსი ჩანხარ!
"რიგითი გულშემატკივარი"
19:42 03-06-2018
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული