ქართველმა ძიუდოისტმა თორნიკე ნაგლიაშვილმა (66 კგ) გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში ევროპის თასი მოიგო.
ფინალში მან ყაზახეთის წარმომადგენლის გუსმან კირგიზბაევის დამარცხებას წუთი და 24 წამი მოანდომა. ფინალამდე კი ხუთი შეხვედრა მოიგო. აღსანიშნავია, რომ თორნიკემ შეჯიბრში ჩატარებულ ექვსივე შეხვედრაში იპონით იმარჯვა.