ძიუდოში კვლავ დაპირისპირებაა - ჭრიკიშვილი ღვინიაშვილს ბრძოლაში იწვევს და კვლავ ქევხიშვილის მმართველობაზე საუბრობს

AutoSharing Option
ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბრობს.

ჭრიკიშვილი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ნაკრებში 90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილს ადგილი უკონკურენციოდ ერგო, არადა, მან ბოლოს ზაგრების გრან პრის ტურნირი მოიგო.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"მივესალმები ჩემს გულშემატკივარს და მსურს, გავაკეთო განცხადება ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე 90კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტთა დაყენებას შეეხება.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მე, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, მონაწილეობა მივიღე ხორვატიაში გამართულ გრან პრიზე, იმ მიზნით,
რომ ჩავრთულიყავი ჯანსაღ კონკურენციაში იმ სპორტსმენებთან, რომლებიც მოიაზრებოდნენ მსოფლიოზე დასაყენებელ კანდიდატებს შორის.

ვინაიდან ევროპის ჩემპიონატზე არ გაკეთებულა არანაირი შედეგი, წესების თანახმად, ყველას თანაბარი შანსი გვეძლეოდა, დავმდგარიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირებზე გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე (რაც შეთანხმებული იყო ტრენერებთან).

მას შემდეგ, რაც დავიკავე პირველი ადგილი, მე, როგორც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთადერთ ოქროსმედალოსანს, მეკუთვნის ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა.

ამის შემდეგ შევუთვალე ჩემს კონკურენტს, ბექა ღვინიაშვილს, რომ მასაც უნდა ეჭიდავა უნგრეთში გასამართ გრან პრიზე, სადაც ასევე მონაწილეობას ღებულობდა უშანგი მარგიანი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოქმედი პრიზიორია, თავადაც ჩაერთო კონკურენციაში და თქვა, რომ ვინც ძლიერია, ის უნდა წასულიყო მსოფლიოზე.

ბექამ კი, როგორც ხედავთ, არ იასპარეზა არც ერთ შეჯიბრზე და თავად მოიკლა შანსი იმისა, რომ მსოფლიოზე დამდგარიყო.

როგორც მოგეხსენებათ, მე და მარგიანმა, ორივემ გავაკეთეთ შედეგი და მოვიპოვეთ უფლება, ვიასპარეზოთ ჩემპიონატზე, რაზედაც მწვრთნელებმა, რომლებიც ირაკლი ცორეკიძესთან ერთად, დავით ქევხიშვილმა საჯაროდ დაითხოვა დაკავებული პოსტებიდან, განმიცხადეს, რომ ბექა ყოველგვარი კონკურენციისა და შეჯიბრის გარეშე მაინც დადგება მსოფლიო ჩემპიონატზე.

მე მათ ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეკუთვნის მსოფლიოზე დაყენება გაკეთებული შედეგიდან გამომდინარე, მზად ვიყავი, ბექასთან ერთად მეასპარეზა ბელორუსიაში გასამართ ჩემპიონატზე.

მათ საპასუხოდ განმიცხადეს, რომ ბექა ვერ იჭიდავებს დაუსაბუთებელი მიზეზების გამო და ფაქტიურად, მისპობენ შანსს, გავემგზავრო მსოფლიო ჩემპიონატზე.

მე, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვაცხადებ, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შეჯიბრზე ტატამზე დავუპირისპირდე ბექა ღვინიაშვილს ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში და ობიექტურმა შემფასებლებმა გამოარკვიონ ჩვენში საუკეთესო.

მე დღეს ვიჩაგრები იმის გამო, რომ დავუპირისპირდი დავით ქევხიშვილს და მის გუნდს. მას უნდა, რომ ბიჭები არაჯანსაღი კონკურენციით, ტატამს გარეთ დაგვაპირისპიროს ერთმანეთს, რასაც არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

დღეს ძიუდოს ფედერაცია იმართება კვლავ დავით ქევხიშვილის მიერ და ის მიკერძოებულად ცდილობს ჩემი ბედის გადაწყვეტას.

მსოფლიო ჩემპიონატზე დაყენება არ ხდება ნაჩუქრობით, არამედ კონკურენციითა და გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე, რაც მე უკვე გავაკეთე.

კიდევ აღვნიშნავ, რომ მე მზად ვარ, ბექა ღვინიაშვილთან ერთად ტატამზე გავარკვიო ჩვენში საუკეთესო და ვითხოვ, გაიმართოს შიდა შეჯიბრი ოფიციალური მსაჯისა და შემფასებლების თანდასწრებით, ვინაიდან, მწვრთნელები უარს აცხადებენ მის საზღვარგარეთ ასპარეზობაზე.

ძიუდოს ისტორიაში არ არსებობს შემთხვევა, რომ გუნდი დადგეს პირადი სიმპათიების საფუძველზე. გუნდი უნდა შედგეს შედეგებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, ბოლო და საუკეთესო შედეგი მაქვს მე და ის შედეგები, რაც ჰქონდა ბექას, დაეხმარა მას ეასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მან შედეგი ვერ გააკეთა.

შესაბამისად, 3-ჯერ ძლიერ ტურნირზე მას არ ეკუთვნის უკონკურენციოდ და უჭიდავებლად დაყენება.

ყველას, ვისაც ხელეწიფება ამ პროცესებში ჩართვა, ვთხოვ, დამეხმარონ ჩემი უფლებების დაცვაში. მე ვითხოვ ჭიდაობას და ჯანსაღ კონკურენციას ტატამზე", - წერს ჭრიკიშვილი.

Sportall.Ge

altზაგრების გრან პრი: ჭრიკიშვილისა და თუშიშვილის ოქროს დასასრული [VIDEO]

altავთანდილ ჭრიკიშვილის მეუღლე: დღეს, ამ გამარჯვების ფონზე, ამ არარაობების ყეფა აღარაფრად ღირს

მკითხველის კომენტარები / 63 /
ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ დღეს 90-ში ღვინიაშვილი და მარგიანი იმსახურებენ წონის ლიდერებად ყოფნას. ამ წონაში ავთოს ბევრი აქვს დასამტკიცებელი. ისეც არი იყოს და ღვინიაშვილის წინააღმდეგ წლების განმავლობაში მართლაც ბევრ უსამართლობას ჰქონდა ადგილი და ახლაც იმაზე მიდის საუბარი და მცდელობა რომ ჭრიკიშვილი გახადონ ნაკრების პირველი ნომერი, რაც ამ ეტაპზე ვფიქრობ უსამართლობაა. ავთო ბექას ნაირად ნამდვილად ვერ ჭიდაობს ჯერჯერობით. დიდი იმედი მაქვს რომ ბექა და მარგიანი იქნებიან მსოფლიოზე და ორივე მედლით დაბრუნდება.
გიორგი
16 აგვისტო 2018 16:04
2
გეთანხმებით, რომ მარგიანს არ აქვს ის შედეგები 90-ში რაც ავთოს 81-ში. ავთო ნამდვილად დიდი სპორტსმენია და ამაზე არა მგონია ვინმემ იდაოს. რაც შეეეხება მოტივაციას, მე არ ვიცი რითი შეიძლება გაიზომოს და შევადაროთ ერთმანეთს მარგიანის და ჭრიკიშვილის მოტივაცია. რაც შეეხება მომზადებას, ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე 90-ში მარგიანი უკეთ არის მომზადებული ვიდრე ჭრიკიშვილი. ისე სასურველი იყო ღვინიაშვილის ფორმაც გვენახა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რომელიმე ტურნირზე სანამ მსოფლიოზე გაუშვებენ. სამწუხაროდ ასე არ მოხდა.
გიორგი
17 აგვისტო 2018 09:33
0
მარგიანი არ არი ჭრიკიშვილის დონის მოჭიდავე და ვინც ამ სპორტში გამოცდილი არ არი მარტო დადებული შარშანდელი შედეგით ნუ იმსჯელებთ, ავთოს ბევრად მეტი მოტივაცია და მომზადება აქვს ახლა და თავდაჯერებაც ვიდრე მარგიანს რომ მედალი აიღოს ამ ჩემპიონატზე და ძაან შეცდებიან თუ მის ნაცვლად მარგიანს დააყენებენ. ბექა უნდა წავიდეს რათქმაუნდა ჭრიკიშვილთან ერთად!
twin
16 აგვისტო 2018 19:08
1
ავთო რომ სახელოვანი ძიუდოისტია და მის ადრინდელ წონაში ბადალი არ ყავდა მსოფლიოში ეს ყველასათვის ცხადია. ბევრი უნაღლესი დონის ძიუდოისტი გვყოლია და გვყავს, მაგრამ ავთოს მსგავსად არავინ ჭიდაობდა(81კგ-ს ვგულისხმობ). ოლიმპიადის წაგების მერე ცოლი მოიყვანა და წონის შენარჩუნება გაუჭირდა (კარგი მზარეულია ალბათ მეუღლე:)...ყველაზე დიდი შეცდომ სწორედ 81 დან 90 გადასვლა იყო, სადაც ძალიან გაუჭირდა შეგუება. ბექა უდიდესი ტალანტია, მაგრამ მას რომ ექცევიან უნამუსოდ ესეც ცხადია. ჯერ ლიპოს გამო 100კგ-ში აჭიდავეს, მერე ავთო ჩაუსვეს წონაში, როცა 81-ში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი იყო. მაშინ უნდა დაერწმუნებინათ ავთო წონის შენარჩუნების აუცილებლობაში და 81-დან დაწყებული ყველა წონასი უსიტყვო ლიდერები გვეყოლებოდა. თუ რაიმე შანსი არსებობს უნდა დაბრუნდეს ავთო 81-ში და ყველა პრობლემაც თავისთავად გადაწყდება. არადა ყველა ამ პრობლემის საჯარო განხილვისთვის გამოტანა არ მიმაჩნია მართებულად და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს მეტი სერიოზულობა და პროფესიონალიზმი მართებს.
emigranti
16 აგვისტო 2018 14:02
0
ჯ ი ჯ ი, არ გინდა რა რი..ა ბაზარი. რა მნიშვნელობა აქვს, იცნობ თუ არ იცნობ. ისე ჭრიკიშვილს არ დაელია პრეტენზიები და მოთხოვნები. კარგით რა!!! ხო, თუ კიდევ ქევხიშვილი მარტავს სიტუაციას, მაშინ ბრავო მას, მართლა მაგარი ყოფილა და რარაც ერჩოდნენ.
giga
16 აგვისტო 2018 13:35
2
როდესაც ღვინიაშვილი, მგონი 16 წლის ასაკში, თბილისის ტურნირზე აჭიდავეს, ჭრიკიშვილს შეხვდა წიკლაურის მერე. ღვინიაშვილს თითი ქონდა ნატკენი, რაც კარგად Iცოდა ჭრიკიშვილმა და სწორედ ის თითი დაუჭირა.... ეხლაც დევს ინეტში, მაშინ ატირებული ღვინიაშვილის კადრები
Kosta
16 აგვისტო 2018 13:11
1
რას ქვია ვიღაცამ თავისი პირადი შეხედულებებით და სიმპატიის მიხედვით დააყენოს ვინმე მსოფლიოზე, იქ თითოეული საქართველოს სახეა და ქვეანას წარმოადგენენ. ბექა ძლიერი ბიჭია, მაგრამ არასტაბილური, დიხანია არ ყოფნის, იღლება და პასიურობს, ჭრიკიშვილი კი პირიქით ბოლომდე ბრძოლობს, იღლება თუ არა, არ იტყობს უტევს და ნაღდ სტილ ჭიდაობს. ნებისმიერ მეტოქეს ეშინია მისი, თავად იაპონელებსაც კი. ჩემი აზრით როგორც ვეტერანი მოჭიდავე მსოფლიოზე უნდა წავიდეს ჭრიკიშვილი და ღვინიაშვილი. მარგიანმა კი აჩვენა შედეგი წინა მსოფლიოზე მარა მის შემდეგ?ან პრიკიტკები ჩატარდეს მარგიანსა და ღვინიაშვილს შორის. ჭრიკიშვილის ერთი ვაშკაცური ჭიდაობა სულ ჯობია მაგათ მთელ ასპარეზობას.(არცერთს არ ვიცნობ პირადად).
ჯ ი ჯ ი
16 აგვისტო 2018 12:29
11
მეორე სეზონიც დაწყებულა.
g.g.
16 აგვისტო 2018 11:46
1
ერთი მსოფლიოზე გაუშვით მეორე ჩინეთის მასტერსზე და ყველაფერი დამშვიდდება! დღეს სიმშვიდე აუცილებელია, თქვენს უკან საქართველოს სახელი დგას!
gulshematkivari
16 აგვისტო 2018 11:06
2
ავტორი, იქნებ თქვენ ცოტა ფრთხილად მიუდგეთ მსგავსი თემების გაშუქებას, იქნებ ეს უფრო ძაბავს ზოგად მდგომარეობას (ნახეთ ამ ავტორის ძველი სტატიები, პროვოცირებაა დაპირისპირების)
-
16 აგვისტო 2018 09:56
5
არავის არ ვერჩი, როცა კარგი რამ ხდება, ეს ავტორი იმას არ აშუქებს, როცა დაპირისპირებაა, მისი სტატია მზადაა,თითქოს დაინტერესებულია ..
..
17 აგვისტო 2018 06:51
0
ავტორი ფბ ზე თავად ჭრიკიშვილია და სხვას რას ერჩით?
თამაზი
16 აგვისტო 2018 12:12
9
მე რომ ვიყო ძიუდოს მესვეური,ქევხიშვილთან ერთად ამას და ლიპარტელიანს ორივეს მოვკვეთავდი.
ამათ ყუყუნმა წაიღო გული რა...
ძიუდო
16 აგვისტო 2018 09:44
15
შენ ისე გიყვარს ძიუდო როგორც მე კოკოითი
ძიუდო–ს
16 აგვისტო 2018 11:08
3
რეიტინგი? რეიტინგს არა აქვს მნიშვნელობა? ერთ კონკრეტულ შეჯიბრზე შეიძლება წონის ლიდერები სულაც არ ჩავიდნენ და მისი მოგება გადამწყვეტი ვერ იქნება. თუ მართლა თანაბარი მდგომარეობაა, მწვრთნელებმა ერთიერთშეხვედრა უნდა გამართონ. ჩემი აზრით მსოფლიო ჩემპიონატზე ჭრიკიშვილი და ღვინიაშვილი უნდა წავიდნენ, მარგიანი მათი დონის არაა
მერაბ გ.
16 აგვისტო 2018 08:05
1

სიახლეები პოპულარული