შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი ბაქოში 20-დან 27 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
საქართველოს ვაჟთა ნაკრები 9 სპორტსმენით იქნება წარდგენილი, ხოლო ქალებში ერთი მონაწილე, მარიამ ჯანაშვილი (52) გვეყოლება. თუმცა ვაჟებში ეს საბოლოო შემადგენლობა არაა, 60 და 90 კგ წონით კატეგორიებში ორ-ორი მონაწილე გვეყოლება.
90 კგ წონით კატეგორიაში ამ დროისთვის უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი არიან დარეგისტრირებულები. გიორგი პაპუნაშვილს, სავარაუდოდ, ბექა ღვინიაშვილი ან ავთანდილ ჭრიკიშვილი შეცვლიან. მათ საუკეთესოს ვინაობა ბრატისლავაში გასამართ
მაშ ასე, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ამ ეტაპისთვის ასე გამოიყურება:
60 კგ
ამირან პაპინაშვილი
ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ
ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ
ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ
ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ
უშანგი მარგიანი
გიორგი პაპუნაშვილი
100 კგ
ვალერი ლიპარტელიანი
+100
გურამ თუშიშვილი
სამწუხაროდ, გუნდურ ტურნირში საქართველოს ნაკრები არ იასპარეზებს, რადგან ქალებში მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავს.