ღვინიაშვილი და ჭრიკიშვილი ნახევარფინალში სრული სვლით, ქართული ფინალის მოლოდინში...

AutoSharing Option
დღეს, 2 სექტემბერს პაატა ღვინიაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი (- 90) სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ჭიდაობენ ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასზე".

ტურნირს მეოთხედფინალში კანადელ მოჰაბ ელ ნაჰასთან დაპირისპირებაში პაატა ღვინიაშვილი ტურნირს გამოეთიშა და ქართული ნახევარფინალი არ შედგება.

რაც შეეხება ბექა ღვინიაშვილს, ის სრული სვლით აგრძელებს ასპარეზობას, მან პირველ ეტაპზე ბრიტანელი ჯეიმს რეიდი დაამარცხა, შემდეგ ფრანგი კოლინ ბენუა და ბოლოს უკრაინელ დმიტრო ბერეჟნის სძლია.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირველ ეტაპზე უნგრელი მარტინ ჰუსზარი დაამარცხა, შემდეგ გერმანელ ტონი გროუნს სძლია და ნახევარფინალში ჰატემ აბდენ ახერის
ძლევით გავიდა.

ნახევარდინალში ბექა ღვინიაშვილი კანადელ მოჰაბ ელ ნაჰასს დაუპირისპირდება, ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილი რუსს რომან დონსტოვს.

ფინალური ბლოკი ჩვენი დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მოგეხსენებათ, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის კონკურენტად განიხილება და დიდი ალბათობით დღეს მათ დაპირისპირებაში გადაწყდება მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელის ვინაობა.

მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა განაცხადში ამ დროისთვის უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი არიან დარეგისტრირებულები. გიორგი პაპუნაშვილს კი დიდი ალბათობით ერთ-ერთი შეცვლის. ხოლო უშანგი მარგიანს პლანეტის შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს გამო განაღდებული აქვს ეს უფლება.

altბრატისლავა. ევროპის თასი. [LIVE]

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ვქნა, რა გავაკეთო, ორივე რომ მაგრები არიან?
თენგაბი
15:14 02-09-2018
0
წარმატებები ჩვენს ფალავნებს, დაე უძლიერესმა გაიმარჯვოს!
მანჩო
16:17 02-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული