ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
23 სექტემბერს ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ზებედა რეხვიაშვილმა (81) ასპარეზობმა მეორე წრეში დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ რეხვიაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ის პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი გეგუტიძესთან დამარცხდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო ოქროს ქულა გეგუტიძემ მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სამწუხაროდ დღესაც უმედლოდ დავრჩით. ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე მხოლოდ ერთი მედალი. ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

24 სექტემბერს ასპარეზზე 90 კგ. წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვლენ. ამ წონაში 60-ის მსგავსად ორი მონაწილე გვყავს.
უშანგი მარგიანი
ესპანელ ლორენსო ადრიან ნაჩიმენტოსა და ჩინელჰებილიჯი ბუს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ბექა ღვინიაშვილი გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდება.

altამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჭრიკიშვილი 81-ში!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მე
23:24 23-09-2018
0
ბექას ლიპოს და ტუსჰისგან მხოლოტ ოქროს ველიტ ვერცხლი არ მიიგება!!!!!!!!!'
gurami
22:54 23-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული