აღსანიშნავია, რომ რეხვიაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ის პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი გეგუტიძესთან დამარცხდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო ოქროს ქულა გეგუტიძემ მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
სამწუხაროდ დღესაც უმედლოდ დავრჩით. ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე მხოლოდ ერთი მედალი. ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
24 სექტემბერს ასპარეზზე 90 კგ. წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვლენ. ამ წონაში 60-ის მსგავსად ორი მონაწილე გვყავს.
ამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]