შოკი! - ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა (90) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო.

ღვინიაშვილი გერმანელ ედუარდ ტრიპელს შეხვდა და იპონით დამარცხდა. გერმანელმა ღვინიაშვილი ილეთზე დაიჭირა და საპირისპიროდ დასცა.

სამწუხაროდ, ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს უმედლოდ ტოვებს, არადა, ამ წონაში გამოსასვლელად მან ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთგვარი დუელიც კი გამართა. ბრატისლავის ევროპის თასზე ბექა ღვინიაშვილმა ფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა და მსოფლიოს პირველობაზე წასვლის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 90-ში უშანგი მარგიანიც იჭიდავებს, რომლის მეტოქე ჩინელი ჰებილიჯი ბუ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 40 /
დაჭამეს ერთმანეთი და ესეც შედეგი.ჯერ სად ხართ
ლევანი
10:37 24-09-2018
1
ისეთი ძიუდოს პროფესორი გყავდეს როგორიც ავთოა და არ იყენებდე...დანაშაულია!მსოფლიოს ჩემპიონი,ევროპის სამგზის ჩემპიონი!ეხლა მითხარით რა აქ მოგებული ან ბექას ან მარგიანს?(ერთი კინკილა ბრინჯაო)აქ სლემებზე და გრანდ პრიზზე არ ვლაპარაკობ თორემ ავთოს ტიტულების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს!ნეტა რა შეიცვალა ქევხიშვილის "წასვლით"?ეტყობა არაფერი!
გიორგი
10:54 24-09-2018
41
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული