მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველები დღესაც უმედლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უშანგი მარგიანი (90) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში დამარცხდა.

მარგიანსა და იაპონელ კენტა ნაგასავას შორის შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში მარგიანმა სამი გაფრთხილება მიიღო და გამარჯვება იაპონელს ჩაეთვალა.

სამწუხაროდ, დღესაც უმედლოდ დავრჩით.

შეგახსენებთ, რომ ბექა ღვინიაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

25 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარლამ ლიპარტელიანი (100) გამოვა. შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი - 16:00 საათიდან.

ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც ამირან პაპინაშვილმა (60) მოიპოვა.

altშოკი! - ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე

პირველივე შეხვედრა წააგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 27 /
გულდაწყვეტილები ვართ,ხომ შეიძლება მოაცილოთ ეს ფოტო დამარცხების სიმბოლო.არ შეიძლება?მახსოვს ღვინიაშვილმა.ადამ ოქრუაშვილს მოუგო მგონი ქართული იყო.აბსოლიტური,ესეთი შეიძლება მოხდეს შემთხვევით,ორივემ წააგო,თანაც საწყის ეტაპზე,ხომ არ ჯობდა ეჭიდავა ჭრიკიშვილს,არ ვიცი მწვრთნვნელების გადასაწყვეტია,დაალაგეთ სიტუაცია ფეფერაციაში ხომ შეიძლება,ვინა.ხართ რა გინფათ რით ვერ გაძეხით,ყველგან ჭაობია,არ მაინტერესებს პოლიტიკა სულ ფეხებზე მკიდია მიშაც გრიშაც,.ბიძინაც და ყველა პოლიტიკოსი,არაკაცები არიან მაჰრამ სპორტი ხომ სხვა თემა უნდა იყოს რა.უბედურებაა,ნიჰილისტური განწყობა მაქვს,ეს ნიშნავს ეროვნული.ენერგიის არ რწმენას,თქვენ კაცობას რა ვუთხარი,შეგვაზარეთ ყველას სპორტიც და ქვეყანაც,თაობათა ცვლა თუ.გვიშველის მეტი არაფერი,ბოდიშს ვუხდი საქართველოს მთლიანად,მაგრამ ასე გაჰრძელება არ შეიXლება მე არ ვიცი რა უნდა იქნას ასეა ყველა ღმერთო გვიშველე.
გოჩა
00:14 25-09-2018
0
ბექა რომ გამოსულიყო იაპონიის, გერმანიის, ან რომელიმე დალაგებული ქვეყნის სახელით აუცილებლად მოიგებდა მსოფლიოს, ხომ ხედავთ რა სიტუაციაა ქვეყანაში და ძიუდოშიც, დარბაზშიც ყველა ცალ-ცალკე იჯდა, ვერ იტანენ ერთმანეთს.
s.s.
23:00 24-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული