ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 სექტემბერს ვარლამ ლიპარტელიანი ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

ლიპარტელიანი მეოთხედფინალში ეგვიპტელ რამადან დარვიშს შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო.

ქართველის მომდევნო მეტოქე მონღოლი ოგტონბაატარ ლხაგვასურენი იქნება. ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა SILK უნივერსალზე შეგიძლიათ.

აქამდე ლიპარტელიანი მერვედფინალში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს შეხვდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, თუმცა დამატებით დროში ოქროს ქულა ლიპარტელიანმა იპონით მოიპოვა.

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა! [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ფრანგ

ალექსანდრე იდირს შეხვდა და ვაზარით დაამარცხა.



altვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
ვიღაც ჩასაფრებულები იძახდნენ ლიპარტელიანი წარსულიაო!!! სად ხართ ვირთხებო, დადუმდით?!!! ეს კაცი არის პატრიოტი!!!
ლაშა-გიორგი
25 სექტემბერი 2018 12:16
6
მაგარი კაცია ვარლამი,მაგრამ შენ ლანძღვას შეეშვი,არ არის ლამაზი
მთ
25 სექტემბერი 2018 13:06
5
ყოჩაღ ლიპო!!! მართლა არ მეგონა მსიფლიოს ფორმაში თუ შეხვდებოდა, ძალიან მისაბაძი და საქებარია თუ მოახერხა ფორმის აღდგენა!!! მართლა პროფესორია რა, ძალიან მაგრად იჭიდავა, თვალი არ ეცეს:))) მიდი ლიპო, იმედი გაგვიჩნდა ყველას! ამ პატარა სიხარულის მიუხედავად მაინც უნდა დავწერო, რომ ჩვენს ძიუდოში ცუდად არის საქმე, ყველაფრის მიუხედავად ისევ ქევხიშვილს უნდა პრეზიდენტობა, ეს ნამუს გარეცხილი ვინ ყოფილა?!
პაატა
25 სექტემბერი 2018 13:22
2
არ არის საჭირო ამ დროს პრეზიდენტის მომავალ არცევნებზე კომენტარების წერა...
tngh
25 სექტემბერი 2018 15:37
0
ოქრო უნდა აიღო ლიპო
ლიპოოო
25 სექტემბერი 2018 13:11
1
ყოჩაღ ვარლამ, ასე გააგრძელე და სულ ცოტა ბრინჯაო ან ვერცხლი ჩვენი იქნება! საინტერესოა, რატომაა ასე ცოტა კომენტარები როცა ეს კაცი უკვე ნახევარფინალშია?! აქამდე რომ გამოვარდნილიყო, მაშინ ხომ წალეკავდნენ ინტერნეტ-სივრცეს ე.წ. "მცოდნეები"? შეიძლება პიროვნულად შენთვის მისაღები არ იყოს მისი საქციელი, მაგრამ უბრალოდ არ მესმის, ქართველის გამარჯვება რატომ არ უნდა გიხაროდეს?!
patrioti
25 სექტემბერი 2018 12:42
0
აბსულუტურად გეთანხმებით შეფასებაში. მეც იგივეს დაწერას ვაპირებდი და აღარ ვაპირებ დაკოპირებას.
!
25 სექტემბერი 2018 13:07
1
გაქებ კაპიტანო ურთულესი ბადე გაიარა და ეტყობა სრული პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, მობილიზებულია შემართული და შედეგზე ორიენტირებული რაც 66 81 და 90 წონებში არ იგრძნობოდა. წარმატებები ვარლამ თუმცა ჩემთვის შენ უკვე გმირი ხარ!!! გაახარე შენი სამშობლო და ოჯახიც!!!! მიბაძეთ კაპიტანს. იაპონელს ერიდე ძამაააDD.
იპონი
25 სექტემბერი 2018 12:49
2
მეგობრებო, ჯერ დასრულდეს სათამაშო დღე და მერე გავაკეთოთ კომენტარები.რა თქმა უნდა მიუღებელია ჩასაფრებულის პოზიციაზე მყოფი ადამიანების პოზივიები,მაგრამ არც ის არის მართალი რომ მათ ეძებთ და აკრიტიკებთ (სად ხართ და ეგეთები).

დასრულდეს ჯერ,ვაცადოთ ლიპოს და გავამხნევოთ! რაც თვალში საცემია ფსიქოლოგიურად კარგად გამოიყურება,დინჯად და სწორად!

წარმატებევი ლიპო!!!!
joko
25 სექტემბერი 2018 14:43
0
გეთანხმები!!! წარმატება ვუსურვოთ ვარლამს!!!
tngh
25 სექტემბერი 2018 15:35
0
ფუი ეშმაკს,თვალი არა ვცე,მაგრამ ლიპო ჯერჯერობით ძალიან დამაჯერებლად ჭიდაობს,იგრძნობოდა,რომ ყველასთან მას მიჰყავდა ჭიდაობა,ხოლო როგორც გასიმოვთან გააკეთა გამარჯვების ილეთი,ეს ალბათ ტაქტიკის უმაღლესი პილოტაჟი იყო,ჯერ თვითონ დაიწყო გდება,გასიმოვმა რა თქმა უნდა ჩაბრუნების კონტრილეთი წამოიწყო,ლიპო თითქოს მიჰყვა გასიმოვს,მაგრამ საჭირო წამს ჩავლება შეცვალა და მოძრაობის კონტროლი,კვლავ თავის ხელში აიღო.ასეთის მსგავსი რაღაცა საბჭოთა კავშირის დროინდელ სპორტულ მოთხრობებში მაქვს წაკითხული და ანატოლი კოლესოვის ისტორიაა მოყოლილი,როცა მას სუფთა გამარჯვება სჭირდებოდა აუცილებლად.უზარმაზარი უპირატესობით იგებდა კოლესოვი,მეგრამ სუფთა მაშინ, მხოლოდ სუფთა გამარჯვება იყო და ბოლოს, როცა დრო იწურებოდა და საშველი ვეღარ ნახა,გამართული მივიდა,მეტოქე წელში შეუშვა კოლესოვმა და როცა მეტოქეს მკერდიდან გდება უნდა გაეკეთებინა,კოლესოვმა დაასწრო.ბრავო ლიპო.არ ვიცი,გახდება თუ არა ლიპო ჩემპიონი,(დიდი იმედი მაქვს რომ ასე იქნება),მაგრამ ეგ გამარჯვების ილეთი,არასოდეს დამავიწყდება.არა,არ შეიძლება,რომ ჩემპიონი ვერ გახდეს.გაიმარჯვებს.
სოსო
25 სექტემბერი 2018 12:46
1
ლიპო უბერებელია, ისე იბრძვის დაღლაც არ ეტყობა. უზადო პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ მონღოლსაც მოუგვარებს.წარმატებები ქართველ ლომს
აქვე იმასაც ვიტყვი რომ მიუხედავად ღვინიაშვილისადმი დიდი პატივისცემისა, საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულია და მის ნაცვლად ბევრად გამოცდილი ჭრიკიშვილი უკეთესს შედეგს დადებდა, თუმცა ეს უკვე წარსულია, იმედია მალე მოგვარდება ფედერაციაში სიტუაცია და ბიჭებიც უფრო მეტად ჭიდაობაზე გადაერთვებიან ვიდრე საქმის გარჩევაზე.
დიმა
25 სექტემბერი 2018 12:45
1
დიდებულია, ბრავო, ერთი სიამოვნებაა ასეთი ჭიდაობის ყურება.
გოგა
25 სექტემბერი 2018 13:56
1
შენ გაიხარე მუხბე!!! მაგარი კაცი ხარ! გაგვახარე უკვე მთელი საქართველო და უფრო მეტად გაგვახარო ეგეც შეგიძლია. აბა შენ იცი, ოქროოო!!! :)))
(ისე დისლაიქებს ვინც აძლევთ დადებით კომენტარებზე, არ მჯერა რომ ეგეთებიც არსებობთ ჩვენს გვერდით, თქვენთავთან მაინც არ გრცხვენიათ?! რას ერჩით რა გინდათ ამ კაცისგან, უნდა რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს რაღაცეები და ეთქმის კიდეც ამაზე სიტყვა. რაც არუნდა პირადი უთანხმოება გქონდეთ, ასეთ დროს ეს ყველაფერი გვერდზე უნდა გადადოთ და გაგიხარდეთ მისი წარმატება, რადგან ეს ყველა ჩვენტაგანის წარმატებაა. ეს არის ქვეყნის სიყვარულის უნარი, რაც სამწუხაროდ ბევრ ადამიანს არ გააჩნია)
svani!
25 სექტემბერი 2018 13:32
2

სიახლეები პოპულარული