ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 სექტემბერს ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანი ფინალში სამხრეთკორეელ გუჰამ ჩოს დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში ვაზარით ჩომ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა კარიერაში უკვე მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის  ვერცხლის მედალი. მას მსოფლიოს პირველობა ჯერ არ მოუგია.

შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანი ნახევარფინალში მონღოლ ოგტონბაატარ ლხაგვასურენს შეხვდა და ვაზარით დაამარცხა. მანამდე ქართველმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში ეგვიპტელ რამადან დარვიშს დამაჯერებლად მოუგო.

მერვედფინალში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს შეხვდა. შეხვედრის ძირითადმა
დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, თუმცა დამატებით დროში ოქროს ქულა ლიპარტელიანმა იპონით მოიპოვა. მეორე წრეში კი ფრანგი ალექსანდრე იდირი ვაზარით დაამარცხა.

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა! [VIDEO]

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა! [VIDEO]

altვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო [VIDEO]

ლიპარტელიანის ვერცხლი საქართველოსთვის მიმდინარე ტურნირზე რიგით მეორე მედალია. ბრინჯაოს მედალი ამირან პაპინაშვილმა (60) პირველივე დღეს მოიპოვა.



altამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

ხვალ, 26 სექტემბერს გურამ თუშიშვილი პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მეორე წრეში (+100) რუმინელ დანიელ ნატეასა და ლატვიელ რაივისკაკსტინს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ისევ წააგო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, ან უკვე ფსიქოლოგიური პრობლემა გამოუმუშავდა ამ კაცს მსოფლიო ჩემპიონატებში ფინალების წაგების ანდა ტექნიკის საკმარისად უქონლობის.
ხვიჩა
25 სექტემბერი 2018 18:47
13
ჩემი აზრით ჩო მინიმუმ 2ჯერ იყო გასაფრთხილებელი ჩავარდნების გამო, დამატებით დროში კიდე ლიპარტელიანს მიცეს გაფრთხილება რითიც აიძულეს შეტევაზე გადასულიყო და დაეშვა შეცდომა, აქვე ვფიქრობ, რომ ლიპომ ძალიან ფრთხილად იჭიდავა ალბათ იმიტომ, რომ ძალიან უნდოდა 2 ფინალი ქონდა წაგებული და ამის მოგება უნდოდა ძალიან
qar
25 სექტემბერი 2018 18:42
3
ფინალების ინვალიდი!!!!!!!!!!!!!!!!!!
სახელის მოსახვეჭი ტურნირებია ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიადა. ამ ტურნირებზე იჭიდავა 11 ფინალი და აქვს 3 ოქრო - 8 ვერცხლი. წავა და იდიოტურ გრამპრიზე და ასეთ არაფრისმთქმელ და არაკონკურენტიან ტურნირებზე აიღებს ოქროს.

Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser

ზაფხულის ოლიმპიადა
2016 - ვერცხლი

მსოფლიოს ჩემპიონატი
2013 - ვერცხლი
2017 - ვერცხლი
2018 - ვერცხლი

ევროპის ჩემპიონატი
2009 - ვერცხლი
2010 - ვერცხლი
2013 - ვერცხლი
2015 - ვერცხლი

2012 - ოქრო
2014 - ოქრო
2016 - ოქრო

ან ასწავლეთ ფინალში ჭიდაობა ან უთხარით რომ ვერცხლი საკმარისზე მეტი გაქვს, ოქროს ტრაკი არ გაქვს და წადი.
დათო30
25 სექტემბერი 2018 18:42
61
კაი თავი დავანებოთ იმას რომ ლიპო მართლა მაგარია, რომ იხაძი წადიო მაგაზე უკეტესი გყავს ვინმე??? თუ ქევხიშვილი მოიყვანს???
და...
26 სექტემბერი 2018 14:15
0
სოსო. 1 ოქრო ჯობია 8 ვერცხლს
დათო30
25 სექტემბერი 2018 21:31
2
ყველა გამოხმაურება
მაინც საკეთესო ხარ კაპიტანო.
გიგა
25 სექტემბერი 2018 18:40
4
მერამდენე მერამდენეეე... :(((
ალექს
25 სექტემბერი 2018 18:33
3
რა ქნას კაცმა, 3-ჯერ გავიდა ფინალში. ალბათ თუ უიღბლობა არსებობს ეს ვარლამს სჭირს, თორე მადლობის მეტი რა გვეთქმის.
გიორგი
25 სექტემბერი 2018 18:29
2
რაც შეეძლო იჭიდავა. მაგარი იყო ეს ჩო და მეტს ვერაფერს იზამდა. უბრალოდ სამჯერ ფინალში და სამჯერვე წაგება ძალიან გულსატკენია მისთვის. გამხნევება და გვერდში დგომა სჭირდება ! მომავალში წარმატებები ვუსურვოთ!
გგგ
25 სექტემბერი 2018 18:29
2
ქევხისვილი ნადზირალა ფინალის წინ გაუკეტა განცხადება. ვისაც გაგიხარდატ ყოველი დგის ბოლოს სჰემოიარეტ ხოლმე!
gurami
25 სექტემბერი 2018 18:29
10
ვულოცავ კორეელს, არ ეკუთვნოდა ვარლამს, ძალიან პასიური იყო.
ძიუდოს ერთიანი ოჯახის რიგითი წევრი
25 სექტემბერი 2018 18:28
26

სიახლეები პოპულარული