ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 სექტემბერს ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანი ფინალში სამხრეთკორეელ გუჰამ ჩოს დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში ვაზარით ჩომ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა კარიერაში უკვე მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის  ვერცხლის მედალი. მას მსოფლიოს პირველობა ჯერ არ მოუგია.

შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანი ნახევარფინალში მონღოლ ოგტონბაატარ ლხაგვასურენს შეხვდა და ვაზარით დაამარცხა. მანამდე ქართველმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში ეგვიპტელ რამადან დარვიშს დამაჯერებლად მოუგო.

მერვედფინალში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს შეხვდა. შეხვედრის ძირითადმა
დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, თუმცა დამატებით დროში ოქროს ქულა ლიპარტელიანმა იპონით მოიპოვა. მეორე წრეში კი ფრანგი ალექსანდრე იდირი ვაზარით დაამარცხა.

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა! [VIDEO]

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა! [VIDEO]

altვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო [VIDEO]

ლიპარტელიანის ვერცხლი საქართველოსთვის მიმდინარე ტურნირზე რიგით მეორე მედალია. ბრინჯაოს მედალი ამირან პაპინაშვილმა (60) პირველივე დღეს მოიპოვა.



altამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

ხვალ, 26 სექტემბერს გურამ თუშიშვილი პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მეორე წრეში (+100) რუმინელ დანიელ ნატეასა და ლატვიელ რაივისკაკსტინს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ვინ დაწყევლა ლიპო რომ ყველა ფინალს აგებს რა უბედურებაა, ფიმალამდე მიდის ერთი ამოსუნთქვით და შემდეგ ფინალს აგებს. მე იმ ქართველის დედა ვატირე ვისაც ქართველის წაგება გაახარებს როგორი ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეს
ზიზუ
20:15 25-09-2018
4
ჩემი აზრით ჩო მინიმუმ 2ჯერ იყო გასაფრთხილებელი ჩავარდნების გამო, დამატებით დროში კიდე ლიპარტელიანს მიცეს გაფრთხილება რითიც აიძულეს შეტევაზე გადასულიყო და დაეშვა შეცდომა, აქვე ვფიქრობ, რომ ლიპომ ძალიან ფრთხილად იჭიდავა ალბათ იმიტომ, რომ ძალიან უნდოდა 2 ფინალი ქონდა წაგებული და ამის მოგება უნდოდა ძალიან
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული