გურამ თუშიშვილის დედა: ჩემი სურვილი იყო, გურიკა ფეხბურთელი გამხდარიყო

AutoSharing Option
გამოცემა Mshoblebi.ge მსოფლიოს ახალი ჩემპიონის, გურამ თუშიშვილის დედას, ხათუნა წერეთელს გაესაუბრა.

როგორც ირკვევა, გურამი ბავშვობაში ფეხბურთზეც კი დადიოდა და სპორტის ეს სახეობა ტრავმის გამო მიატოვა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რა ასაკიდან დაიწყო გურამმა ძიუდოზე სიარული?
- სიმართლე გითხრათ, ჩემი სურვილი იყო, გურიკა ფეხბურთელი გამხდარიყო. დადიოდა კიდეც ფეხბურთზე, მაგრამ ტრავმა მიიღო, ხელი მოიტეხა. ამ ტრავმის შემდეგ მამამ გადაწყვიტა, შეგვეყვანა ძიუდოზე, რასაც დათანხმდა ჩემი შვილი. ეს არც გამკვირვებია, რადგან მამა, უფროსი ძმაც ამ სპორტით იყვნენ დაკავებულნი. 12 წლის იყო, როცა ძიუდოზე სიარული დაიწყო.

-
როგორი აღსაზრდელი ბავშვი იყო?
- ორი სიტყვით შემიძლია ვთქვა, იყო ძალიან სამართლიანი და ძალიან ემოციური. ამასთანავე, არის კეთილი და უაღრესად კაცთმოყვარე.

- ქალბატონო ხათუნა, გარდა სპორტისა, კიდევ რით არის გურამი დაინტერესებული?
- გურამს ჰყავს მეუღლე ანი პაიკიძე და ქალიშვილი სესილია, რომელიც წლის და რვა თვის არის ახლა. თავისუფალ დროს ოჯახს უთმობს. გურამმა სკოლა რომ დაამთავრა, უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა რაღაც შეფერხებების გამო ვერ დაასრულა სწავლა. ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო. პატარაობისას უნდოდა, რომ ექიმი, ქირურგი გამხდარიყო. ძნელია საკუთარ შვილზე საუბარი. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ძიუდოს გამო ბევრ რამეზე მოუწია უარის თქმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Mshoblebi.ge-ზე

altგურამ თუშიშვილი: ყველა ქართველს ვულოცავ ამ ჩემპიონატზე მედლების მოპოვებას

altპირველად კარიერაში - გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბეწვზე გადარჩენილა
Zorbegi
17:44 28-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული