ძვირფასო მეგობრებო, მსურს გამოვეხმაურო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ქვეყნიდან ჩემს შესაძლო გადასვლას ეხება.
ასეთი დაინტერესება ნამდვილად იყო ერთ-ერთი ქვეყნის მხრიდან, თუმცა სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ მოლაპარაკებებს სერიოზული სახეც კი არ მიუღია, რადგან ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე. მკერდზე ქართული დროშა ჩემთვის განსაკუთრებული და შეუცვლელია.
როგორც იცით, მაისში გავიკეთე ფეხის საკმაოდ სერიოზული მე-2 ოპერაცია და სწორედ ამის გამო ბოლო პერიოდი არ ვასპარეზობდი, თუმცა ცხადია, ვარჯიშს ვაგრძელებდი და არც
თითოეულ უიმედო განცდას მაშინვე თქვენი იმედი აქარწყლებდა. ახლა ვვარჯიშობ სრული შემართებითა და დატვირთვით. მიმდინარე სეზონიდან კი ვერთვები ჩემს წონით კატეგორიაში აქტიურ კონკურენციაში და იმედი მაქვს დიდი გამარჯვებების, რომელსაც ერთად მოვიპოვებთ. განსაკუთრებული მადლობა ყველას - ჩემს ოჯახს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, ექიმებსა და სამედიცინო დაწესებულებებს, მწვრთნელებსა და თითოეულ ჩემს თანაგუნდელს, მედიის წარმომადგენლებს, რომელთა ყურადღებასა და ინტერესს მუდამ ვგრძნობ.
მადლობა, რომ არსებობთ.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივულოცავ ჩემს მეგობრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულ წარმატებას. ორმაგი მოტივაციაა ეს სიხარული თითოეული ჩვენგანისთვის. იმედი მაქვს, მომავალ წელს უფრო დიდ სიხარულს გაჩუქებთ.
ნუგზარ ტატალაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელით იასპარეზებს
თბილისი გრან-პრი: ტატალაშვილის ოქრო, შავდათუაშვილისა და გიგანის ბრინჯაო [VIDEO]