მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: პაპინაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში დაწყებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ჯაბა შარშან ამ ტურნირზე 55 წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა, ამჯერად კი ბრინჯაოს დასჯერდა. მან ადვილად სძლია ამერიკელ ენტონი ბრედს, არგენტინელ კარლოს მალდონადოს, აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვსა და რუმინელ ლუსიან დუმიტრესკუს, ნახევარფინალი კი იაპონელ გენკი კოგასთან წააგო, რის შემდეგაც თურქი სამეტ კუმტასი იპონით დაამარცხა.

ვანო ხუბაშვილი (55 კგ) პირველივე შეხვედრაში იაპონელ ჰაიატი ჰანდასთან დამარცხდა.

თემურ ნოზაძემ (60 კგ) კოლუმბიელი კრისტიან იბარბო იპონით დაამარცხა, მაგრამ მერე ბრაზილიელმა რენან ტორესმა
მოუგო.

გოგონებში ნატალია ყიფშიძე (48) პირველივე წრეში ყაზახ აკმარალ ნაუატბეკთან დამარცხდა.

დღეს ტურნირზე ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) იჭიდავებენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯაბა ძალიან დიდი მომოვალი გელოს თუ იაპონელებსაც იგივე შემართებით ეჭიდავები როგორც სხვა მეტოქეებს.რაგაც მეჩვენება რომ იაპონელებთან ძალიან ფრთხილი ხარ! არადა დამიჯერე შენზე უკეთესად ვერ ჭიდაობენ!! წარმატებები ძალიან გბალეშიკობთ!
gurami
09:35 18-10-2018
0
იჭიდავეთ ბოლომდე, შიშის და გაფრთხილების გარეშე, შეგიძიათ იაპონელებთან ჭიდაობაც და მოგებაც. აქცენტი გადაიტანეთ ფიზიკურ მომზადებაზე, არ დალიოთ ალკოჰოლური სასმელი და არ მოწიოთ თამბაქო, მაგისი დრო მოვა, ეხლა სანამ ჩვენ თქვენით ვცხოვრობთ და ველოდებით თქვენგან გამარჯვებებს, მოინდომეთ 10-12 წელი ჩვენთვის, ქვეყნისთვის და მერე იქეიფეთ რამდენიც გინდა.
ჯ ი ჯ ი
12:41 18-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული