ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში დაწყებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ჯაბა შარშან ამ ტურნირზე 55 წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა, ამჯერად კი ბრინჯაოს დასჯერდა. მან ადვილად სძლია ამერიკელ ენტონი ბრედს, არგენტინელ კარლოს მალდონადოს, აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვსა და რუმინელ ლუსიან დუმიტრესკუს, ნახევარფინალი კი იაპონელ გენკი კოგასთან წააგო, რის შემდეგაც თურქი სამეტ კუმტასი იპონით დაამარცხა.
ვანო ხუბაშვილი (55 კგ) პირველივე შეხვედრაში იაპონელ ჰაიატი ჰანდასთან დამარცხდა.
თემურ ნოზაძემ (60 კგ) კოლუმბიელი კრისტიან იბარბო იპონით დაამარცხა, მაგრამ მერე ბრაზილიელმა რენან ტორესმა მოუგო.
გოგონებში ნატალია ყიფშიძე (48) პირველივე წრეში ყაზახ აკმარალ ნაუატბეკთან დამარცხდა.
დღეს ტურნირზე ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) იჭიდავებენ.