მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: ბექაურმა ოქრო, მაისურაძემ კი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ლაშა ბექაურმა (90 კგ) იაპონელ სანშირო მურაოს 30 წამში იპონით სძლია და ჩემპიონი გახდა.

გადამწყვეტ შეხვედრამდე ბექაურმა კანადელი ბენჟამინ კენდრიკი, ლატვიელი ემილს გერკენსი,  იაპონელი კოსუკე მაშიამა და  სერბი დარკო ბრასანოვიჩი დაამარცხა.


ლუკა მაისურაძე (81 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მან მექსიკელ ფრაისერ ტინტოსს და აზერბაიჯანელ მურად ფატიევს მოუგო, შემდეგ უნგრელ რობერტ რაიკაისთან წააგო, რეპეშაჟში  თანანაკრებელი ტატო გრიგალაშვილი, ხოლო მესამე
ადგილისთვის შერკინებაში ტაჯიკი ჯახონგირ მაჯიდოვი დაამარცხა.

მარიამ ჭანტურიამ ამერიკელი ჯულია სიმონიანი დააიპონა, მაგრამ ბრაზილიელ ელენა სანტანასთან წააგო.

ხვალ ტატამზე ზაურ კენჭაძე (100 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) გავლენ.

შეგახსენებთ, ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლაშა მსოფლიოს მომოვალია! წარმატებები ლაშა უფლის წყალობა არ მოგკლებოდეს.
zaza
20:58 20-10-2018
0
გენაცვალე ლაშა, მუდამ გამარჯვებული გამყოფოს უფალმა საქართველოს სასახელოდ და სადიდებლად.
შალვა 73
11:53 20-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული