აბუ-დაბის გრანდ სლემი: პაპინაშვილმა რუსეთის ძიუდოისტი ისე დააგდო, რომ კოჭლობით ძვლივს ადგა [VIDEO]

AutoSharing Option
27 ოქტომბერს აბუ-დაბიში ძიუდოში გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, სადაც ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.

60 კგ. წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა პირველი წრეში დაისვენა, ხოლო მეორე წრეში რუსეთის წარმოამდგენელ ბესლან მუდრანოვს შეხვდა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში პაპინაშვილმა ოქროს ქულა მეტოქის იპონზე დაგდებით მოიპოვა და გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია, რომ პაპინაშვილმა რუსეთის წარმოამდგენელი ისე დააგდო, რომ მეტოქეს კოჭლობით წამოდგა. (რედ: შეხვედრის ვიდეოს უახლოესს დროში მოგაწვდით)


პაპინაშვილის მომდევნო მეტოქე ბელგიელი ჟორე ვერსტრაეტენი იქნება.

პაპინაშვილის მსაგვსად ისვენებდა პირველ წრეში ლუხუმ ჩხვიმიანიც, ხოლო მერე წრეში ჩინელი რილეჯი სუ 23 წამში დაამარცხა. ჩხვიმიანის მომდევნო მეტოქე უზბეკი შარაფუდინი ლუტფილაევი იქნება.

66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ირლანდიელი ნეთონ ბიორნსი იპონით დაამარცხა. მარგველაშვილის მომდევნო მეტოქე ბელარუსელი დმიტრი შერშანი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული