პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან

AutoSharing Option
უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 60 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალამდე პაპინაშვილმა მოლდოველი მიჰაილ დონჩილა, აზერბაიჯანელი რაშად იელკიევი და რუსი ივან დოლგიხი დაამარცხა.

თორნიკე ნაგლიაშვილი (66 კგ) მესამე ადგილისთვის ისრაელის წარმომადგენელს იარინ მენაგედს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ტატამზე არ გამოცხადდა და წაგება ჩაეთვალა.

ნაგლიაშვილმა იქამდე ებრაელი ამირ დანტე, ბელარუსი დმიტრი მინკუ და გერმანელი მიხაელ ადამი დაამარცხა, ნახევარფინალი კი ესპანელ ალბერტო მარტინ გაიტეროსთან წააგო.

ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს
მედალი მოიგო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ეთერმა გერმანელ ანე შმიდტს სძლია.

მან უნგრელ ბრიგიტა ვარგას და ბელგიელ მირიამ ბლავიეს მოუგო,  მეოთხედფინალში ბრიტანელ ლელე ნაირნესთან დამარცხდა და რეპეშაჟში ხორვატ ივა ობერანს სძლია.

მარიამ ჯანაშვილმა (52 კგ) ჰოლანდიელ დიტე ბრუილს მოუგო, ებრაელ ბეტინა ტემელკოვასთან დამარცხდა და რეპეშაჟში რუმინელ ელენა სტერესთან წააგო.

3 ნოემბერს ალეკო მამიაშვილი (73 კგ), თამაზ კირაკოზაშვილი (81 კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) იჭიდავებენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სათაურმა დამაბნია)))
შოთა
09:29 03-11-2018
0
ქალების ჭიდაიბა არ გამაგონოთ!!! ქალის ჭიდაობა მე გამიგია სპალნაში
არჩილა
00:38 05-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული