ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 18 წლის ვლადიმერ ახალკაცმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ახალკაცი ფინალში საქართველოს ნაკრების წევრს თამაზ კირაკოზაშვილს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ტრავმის გამო ტატამზე ვერ გავიდა.

ახალკაცმა ფინალამდე კვიპროსელ კირიაკოს ნიკოლაუს, უნგრელ ბენედეკ ტოტის, გერმანელ ტიმ გრამკოუს და ბრიტანელ სტუარტ მაკვოტს სძლია.

რეპეშაჟი შვეიცარიელ ნილს სტუმპთან დამარცხდა ალეკო მამიაშვილი (73 კგ).

4 ნოემბერს ტატამზე კობა მჭედლიშვილი (90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გავლენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ ლადოს და თამაზის დღეს ორივემ მაგრათ იჭიდავეს ორივე ჩემპიონები ხართ!!!
gurami
22:33 03-11-2018
0
ყველა ჩემპიონატს ვუყურე და მართლაც რომ უძლიერესი ნაკრები მომდის, რომლებსაც უკვე დიდი კონკურენცია შეუდზლია გაუწიოს ეროვნულ ნაკრებს ეს ფაქტია!!! 2-თვის ახალგაზრდულის შედეგები. მსოფლიო 2-ოქრო 3-ბრინჯაო! ევროპის ახალგაზრდული 3-ოქრო 1-ვერცხლი 2-ბრინჯაო! 23-ევროპა 2-დღე 1-ოქრო 1-ვერცხლი 2-ბრინჯაო!
laguna
11:46 04-11-2018
0

სიახლეები პოპულარული