დღეს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ჩხუბზე იმსჯელებს

AutoSharing Option
დღეს, 12:00 საათზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

განხილვის საგანი იქნება:

  • ოსაკაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს შორის მომხდარი შესაძლო ფიზიკური დაპირისპირება. აღმასკომზე მოწვეულები იქნებიან მწვრთნელი ანზორ თენაძე და ის ძიუდოსიტები, რომლებიც იმყოფებოდნენ იაპონიაში და საქართველოში დაბრუნდნენ.
  • ახალი მწვრთნელების ვარიანტები, რომლებიც ნაკრების გაერთიანებს შეეცდებიან. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ ეტაპისთვის უცხოეული მწვრთნელი არ განიხილება.

აგრეთვე გუშინ ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩინეთში გასამართ გუანჟოუს მასტერსზე:

ამირან პაპინაშვილი (60), ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66),
ლაშა შავდათუაშვილი (73), ბექა ღვინიაშვილი (90), ვარლამ ლიპარტელიანი (100), გურამ თუშიშვილი (100+).

altილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს

altძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?

altვარლამ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი ოსაკაში შესაძლო დაპირისპირების შესახებ

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

alt"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

მკითხველის კომენტარები / 7 /
ფედერაციისთვის რომ გეკითხათ ფული არ იყო ბიუჯეტში რომ სხვა ბიჭები 2 ან 3 ნომრები სადმე გაეშვატ შეჯიბრზე და ესენი საქმის გასარჩევად დააფინანსეს და გაუშვეს იაპონიაში და ამხელა ფინანსები დახარჯეს ეს ტანხა რაც იაპონიაში წასვლა ჯდება ევროპაში 3 ტურნირზე მონაწილეობას ეყოფოდა, სამარცხვინოა ეს ფედერაცია ისევ ლიპარტელიანის დაკრულზე რომ დადის ამ უმადური კაცის ტან არც უფასებს
guru
01 დეკემბერი 2018 12:18
4
საშინელენას ამზადებენ აღმასკომში სულ ქევხიშვილის ხალხია გადახედეთ ფბ ზე კომენტარებს ლიპარტელიანს და მთელ ნაკრებს კვეთენ ბექას ვაჟას და ლაშას გარდა
Vai
01 დეკემბერი 2018 12:09
2
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, მოსაკვეთებიც არიან. მე პირადად ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, წლების განმავლობაში გადასახადებს რომ ვიხდი, არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემი გადახდილი ფულით ფინანსდებოდეს ასეთი საქციელის ჩამდენი სპორტსმენი. ლიპარტელიანი კი არა თუ გინდა ტედი რინერი იყოს. არცერთი თეთრით დაფინანსება და არანაირი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან
fraternity
05 დეკემბერი 2018 12:49
0
ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ რა მოხდა. თუ ეს ამბავი სიმართლეა აუცილებლად გასაშვებია ლიპარტელიანი და უმაქნისი ძიუდოისტები რომლებიც წლებია შედეგს ვერ დებენ. ჩვენ მათ ფულს ვუხდით და არ გვჭირდება არაკაცები ქართულ ძიუდოში
amirani
01 დეკემბერი 2018 11:29
1
იმსჯელებს თორე ამათაც სიმართლის დადგენის და დამნაშავეების სამაგალითოდ დასჯის სურვილი არ ქონდეთ რა. უნიჭო სპექტაკლი დაიდგმება და გაგრძელდება ისედაც ძირ გამოთხრილი ძიუდოს გაპარტახება!!!
ლევან
01 დეკემბერი 2018 11:27
0
შესაძლო ჩხუბზეო?! იყავით სირაქლემას პოზაში ეგრე და რა შედეგებიც ექნებათ ვნახავთ. სამარცხვინოები, ფედერაცია ხომ საერთოდ
გულშემატკივარი
01 დეკემბერი 2018 11:18
0
აღმასკომმა კი არ უნდა იმსჯელოს ვინმეს შესახებ,აღმასკომის შესახებ უნდა იმსჯელოს სპორტის სამინისტრომ და გაასუფთაოს ეს მაფიოზთა ბუდე.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
01 დეკემბერი 2018 10:35
3

სიახლეები პოპულარული