აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა დაიწყო.

აღმასკომის სხდომას ესწრება ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. სხდომას ჯერჯეობით არ ესწრებიან ძიუდოისტები.

აღსანიშნავია, რომ აღმასკომის წევრებმა ერთმანეთთან პირად საუბრებში დაადასტურეს ოსაკაში მომხდარი ინციდენტის ამბავი და ფაქტი რომ მოჩხუბარეებს ნუგზარ ტატალაშვილი და გურამ თუშიშვილი აშველებდნენ.

აღმასკომის სხდომაზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

განხილვის საგანი იქნება:

  • ოსაკაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება. აღმასკომზე მოწვეულები იქნებიან მწვრთნელი ანზორ თენაძე და ის ძიუდოსიტები, რომლებიც იმყოფებოდნენ იაპონიაში და საქართველოში დაბრუნდნენ.
  • ახალი მწვრთნელების ვარიანტები, რომლებიც ნაკრების გაერთიანებს
    შეეცდებიან. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ ეტაპისთვის უცხოეული მწვრთნელი არ განიხილება.

აგრეთვე გუშინ ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩინეთში გასამართ გუანჟოუს მასტერსზე:

ამირან პაპინაშვილი (60), ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66),
ლაშა შავდათუაშვილი (73), ბექა ღვინიაშვილი (90), ვარლამ ლიპარტელიანი (100), გურამ თუშიშვილი (100+).

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. შემდეგ კი Sportall.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ჩვენი წყარო ამბობს, რომ ლაშა შავდათუაშვილს და ვაჟა მარგველაშვილს დანარჩენმა ძიუდოისტებმა სცემეს, რომლებიც ტურნირზე იმყოფებოდნენ, გარდა გურამ თუშიშვილისა. წყარომ საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

altილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს

altძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?

altვარლამ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი ოსაკაში შესაძლო დაპირისპირების შესახებ

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

alt"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

მკითხველის კომენტარები / 16 /
ყველა უბედურება ქევხიშვილიდან დაიწყო,როცა უზნაძე ,წესიერი კაცი გაუშვა.ფედერაციაში შეყარა ახლობლები და ფულის კეთება დაიწყეს.ამ არაკაცების გულისთვის ქართული ძიუდოს სიამაყე ლიპარტელიანი დავსაჯოთ,რომელსაც ერის წინაშე ამხელა დამსახურება აქვს და ამათმა გააგრძელონ ბოგინი.
თემო
05 დეკემბერი 2018 12:32
2
ქევხიშვილმა არია ყველაფერი ახალგაზრდებს უნდა ექცეოდეს ყურადღება რათქნაუნდა მაგრამ როცა დამსახურებულ ვეტერანებს და მითუმეტეს არც მთლად ვეტერანებს ეხება საქმე (და გვინახავს ოცდაათს გადაცილწბული მსოფლიოჩემპიონები) ცოტა მეტი ყურადღება და ხელშეწყობაა საჭირო


ნახეთ როგორ მუშაობენ წამყვან ევროპულ ქვეყნებში ძიუდოისტებთან და აქ რამიდგომებიიყო და ყველაფერი ნათელი გახდება
ცარუ
13 დეკემბერი 2018 17:51
0
ესენი მგონი გაყინულ სკოლაში არიან მშობელთა კრებაზე.
emigranti
01 დეკემბერი 2018 16:33
0
მგონი პირველ რიგში ახალი აღმასკომია ასარჩევი, რაც ადვილი არ იქნება. კანდიდატების შერჩევაში ამ აღმასკომის წევრებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. შესაბამისად ინციდენტზე და საერთოდ ნაკრების ამჟამინდელ მდგომარეობაზე ახალმა აღმასკომმა უნდა იმსჯელოს ჟურნალისტების თავდასწრებით.
emigranti
01 დეკემბერი 2018 16:30
0
აღმასკომის სხდომა კი არა მუქთახორების შაიკაა.
პარაზიტები
01 დეკემბერი 2018 14:59
1
მოსაკვეთები არიან, მაგრამ, მაგის ტ... არავის აქვს! ეგ რომ ჰქონოდათ, მაისში მოკვეთდნენ მაგათ 1-2 წლით და სულ არ მოხდებოდა ოსაკაში არანაირი ჩხუბი. ის კი არა, ის ჩხუბიც არ მოხდებოდა, რასაც ქევხიშვილი გადაყვა.
Eh-ს
01 დეკემბერი 2018 14:40
5
ფოტოს შეხედეთ რაა. თბილ ოთახში რომ ქურთუკით სხედან ამხელა ხალხი, მაგათ რა უნდა მოსთხოვო ? ხომ ვითომ უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ამ გამოჩობანებულ ქვეყანაში რომ ადამიანებმა სერიოზული დეგრადაცია განიცადეს ყველანაირი ასპექტით, ეს აშკარაა.
vaxo
01 დეკემბერი 2018 14:35
2
საღოლ ფედერაცია!!! სწორი გადაწყვეტილებაა. ზუსტად შეურჩევიათ ჩინეთში წამსვლელი ხალხი. ეხლა შედერაბით თანაბრად არიან, თორე 5 კაცო 2ზე რა ამბავია.
ჰაჰა
01 დეკემბერი 2018 14:00
1
ცალმხრივად ამ პრობლემის გამხილვა აღარ შეიძლება! აქამდე ასე იხილავდნენ ყველაფერს დადა სადამდეც მივიდა საქმე კი ვხედავთ, ორივე მხარე დამნაშავეა, ფედერაციაც და ამ სიბინძურეში ჩართული სპორტსმენების ნაწილიც! ამ პატარა ქვეყანაში როგორ შეიძლებოდა ძიუდოში ე.წ. გორული და სვანური "დაჯგუფებები" ჩამოყალიბებულიყო??? ეს სირცხვილზე მეტად დანაშაულია! თევზი თავიდან ყროლდებაო, ხოდა აქაც ასეა! ვინც ამ პროცესის ინიციატორი იყო კი ზის ეგერ დარბაზში და აწი ისევ მაგან თავის ხალხთან ერთად როგორ უნდა მოაგვაროს ეს საქმე?! დავიჯერო ჩვენს ძიუდოში ამათზე მეტად ავტორიტეტული ხალხი არ არსებობს? შეიკრიბეთ ყველა და სიმართლით განსაჯეთ ყველაფერი, ამდენ ადამიანს ნუ გაგვიტეხავთ გულს! ძალიან ცუდად დასრულდება ეს ყველაფერი თუ არ მიეხედა ამ ამბავს!
პაატა
01 დეკემბერი 2018 13:48
1
მართალი ყოფილა ლიპარტელიანი როცა იძახდა ფედერაციას ჯერ ისევ ქევხიშვილი აკონტროლებსო.
TBILISI
01 დეკემბერი 2018 13:37
3
ყველაფრის თავი ლიპარტელიანია იმენა გასვანდა რასაც ქვია. შენ საქმეს მიხედე და პრეზიდენტს დამსახურებული ხალხი აირჩევს თავში აუვარდა ამას რაღაც.. 2კაცს 5 კაცი როგორ უნდა შესდგეს? ეხლა აქეთ ეს ლიპოა მაგარი საცემი. ან ჭკვიანად იყავი ან არადა ვაბშე წადი ნაკრებიდან
simartle
01 დეკემბერი 2018 12:52
27
შე არასწორო ლიპარტელიანი ყველაზე ნაღდი კაცია და მარტო თავის თავზე არ ფიქრობს, რა სიბინძურეც იყო ფედერაციაში თამამად გამოიტანა გარეთ.
simartle?????????
01 დეკემბერი 2018 14:27
9
გასვანდა რას ნიშნავს? რამე უწესობის სინონიმია? ცოტა აზრზე მოდით...
?
01 დეკემბერი 2018 13:57
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული