ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე: ბევრი მეკითხება, უარს რატომ ამბობო?! უარს არ ვამბობ, მაგრამ...

AutoSharing Option
გაზეთი "კვირის პალიტრა" ჯარჯი ზვიადაურს დაუკავშირდა საქართველოს მხრიდან დაიტერესებაზე და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი კანდიდატი ილიას ილიადისია, იგივე ჯარჯი ზვიადაური.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ძიუდოში საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა. ოსაკაში ძიუდოისტებს შორის ჩხუბი მოხდა, ხოლო ძიუდოისტთა ნაწილი ფედერაციის ახალი პრეზიდენტის, გიორგი ათაბეგაშვილის არჩევის წინააღმდეგი იყო, რადგან ძველი პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის კაცად მიიჩნევენ.

- საქართველოს ძიუდოს ფედერაციას მართლაც სურს შენი დანიშვნა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად?
- მკითხეს, რას ფიქრობო?! სპორტსმენის კარიერაში მაქსიმალური მიღწევა ოლიმპიური ჩემპიონობაა, მწვრთნელის კარიერაში
- ძლიერ გუნდთან მუშაობა. საქართველოს ნაკრების ჩაბარება იგივეა, ფეხბურთში ბრაზილიის ნაკრების ან "ბარსელონას" მწვრთნელობა განდონ. სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რაც ხდება დღეს ქართულ ძიუდოში.

სანამ ძიუდოს სამყარო, ფედერაცია და ძიუდოისტები "შიგნიდან არ დაალაგებენ" ვითარებას, არავის აქვს ჩარევის უფლება. ნაკრების წევრების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისეთი მძიმეა, ბიჭებს გვერდით დგომა სჭირდებათ, ბევრი მუშაობაა აუცილებელი, შეჯიბრებისთვის რომ განეწყონ. ამ რთული და არეული ვითარების მოგვარება ძიუდოს ფედერაციასა და სპორტის სამინისტროს შეუძლიათ. ოლიმპიადამდე ცოტა დროა და თუ შედეგი უნდათ, ჯერ სიტუაცია უნდა განიმუხტოს, ბიჭები სავარჯიშოდ განაწყონ და მერე იფიქრონ, ვინ მოვიდეს მწვრთნელად!

- თუმცა, გამოცდილებისა და წარმომავლობის გარდა, შენი კანდიდატურის დასახელების ერთ-ერთი მიზეზი სხვაც იყო - ჯარჯი გუნდის "დალაგებას" შეძლებსო!
- "დავალაგებ" და ვეცდები, ბიჭებმა ამ თემაზე აღარ იფიქრონ მას შემდეგ, რაც ვითარება განიმუხტება და ნათელი გახდება, ვის რა და როგორ უნდა... ბევრი მეკითხება, უარს რატომ ამბობო?! უარს არ ვამბობ! მეტიც - საქართველოს ნაკრების გაწვრთნას უდიდეს პატივად მივიჩნევ, მაგრამ სანამ "ზემოდან" არ მოგვარდება ყველაფერი, საქმეს ვერც მე ვუშველი და ვერც იაპონიის მთელი სამწვრთნელო შტაბი.

საქართველოს ნაკრებს სამი თვით ხომ არ ჩავიბარებ?! თუ შევთანხმდებით, მინდა, მთელი ციკლი ვიმუშაო და თუ ურთიერთობის მოგვარებაში თვეები დავკარგე, გამოვა, რომ გუნდის მოსამზადებლად კი არა, ურთიერთობების მოსაგვარებლად მივუწვევივარ, რაც ჩემი საქმე არ არის.

- ძიუდოისტებსაც სურთ შენი ხელმძღვანელობით ვარჯიში?
- რა თქმა უნდა! თუმცა ოფიციალურად არავისგან ყოფილა შემოთავაზება, მეგობრულად ვილაპარაკე ბიჭებთან და ფედერაციაში მომუშავე ჩემს მეგობრებთან.

- ჯარჯი ზვიადაური მკაცრი მწვრთნელი იქნება!
- სიმკაცრე და დისციპლინა ჩემთვის მთავარია. ვინც ამას პატივს არ სცემს, არც ჩემი მეგობარი იქნება და არც - ნათესავი.

- ოსაკაში მომხდარი ჩხუბის ამბავმა საბერძნეთამდეც მოაღწია?
- ვიღაც ჩხუბზე ავრცელებს ხმებს, სხვა ამტკიცებს, რომ ჯარჯიმ უარი თქვა საქართველოს ნაკრებში მუშაობაზე და ა.შ. მოდი, ლანძღვისა და გაკრიტიკების ნაცვლად ბიჭებს მოვუწოდოთ, ვარჯიში გააგრძელონ და საქართველოს დროშა ისევ მაღლა ასწიონ!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

altშურისძიების საფრთხე, ახალი მწვრთნელის კანდიდატურები - ძიუდოს ამბების გაგრძელება

altგიორგი ათაბეგაშვილი: შეიქმნება კომისია, რომელიც დაადგენს მოხდა თუ არა ოსაკაში ინციდენტი

altაღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება

altილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს

altძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბოდიში მომითხივია ჩემს პირველ კომენტარზე! ნაღდად არ ვიცოდი ეს თუ პუტინის მეხოტბე იყო! მადლობა რომ დაწერეთ.
პაატა
23:51 14-12-2018
4
რა ილიადისი ხალხო,რის ილიადისი,თქვენ გესმით რაზე მსჯელობთ,საერთოდ იცით ვინ არის ეს არსება?წარმოდგენა თუ გაქვთ ამან რა გაუკეტა ჩვენს ქვეყანას,აზროვნებთ საერთოდ?ფედერაციავ,ცოტა აზრზე მოდით მანდ,თორემ მერე გვიანი იქნება და პასუხს მოგთხოვენ იცოდეთ.
roma
19:14 14-12-2018
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული