გუანჯოუს მასტერსის ფინალი: პაპინაშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 დეკემბერს გუანჯოუს მასტერსის ფინალში ამირან პაპინაშვილი (60) რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიობაძესთან დამარცხდა.

ძიუდოისტებს შორის შეხვედრის ძირითადი დრო უშედეგოდ დასრულდა, ხოლო დამატებით დროში ოქროს ქულა მშვიდობაძემ მოიპოვა, შესაბამისად პაპინაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

პაპინაშვილმა ფინალამდე ამარტუვშინ დაშდავას სძლია, ხოლო მანამდე რუსეთის წარმომადგენელ ისლამ იაშუევს და ჩინელ იუ შენგს მოუგო.

60 კილოგრამში საქართველოს მეორე წარმომადგენელი ლუხუმ ჩხვიმიანი რობერტ მშვიობაძესთან პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

66 კილოგრამში ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბრაზილიელ დანიელ გარნინის დაუპირისპირდება.

73-ში 66-ის მსგავსად ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს,
მისი მეტოქე მონღოლი ოდბაიარ განბაატარი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ეს სპორტია. მშვიდობაძე რუსეთის ნაკრების სახელით გამოდის და სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. სხვა საქმეა რუსეთში, რომ მიდიან. წავიდა აგერ ესპანეთში და პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ესპანეთის სახელით და ქუჩასაც დაარქვეს მისი სახელი. რუსეთში კი ხვალ შეიძლება სულ დაუძახონ ნაკრებში და მიავიწყდეთ კიდეც.
რამაზი
15 დეკემბერი 2018 16:02
3
ნათია შვილო,ვწერ და არა ვამბობ.ვინ მოგცათ უფლება,რომ შენობით მომართავთ?
გიოშა
15 დეკემბერი 2018 16:55
7
სამწუხაროა მართლაც ქართველი როდესაც რუსეთის სახელით გამოდის, მაგრამ ამ სპორტში ეს ხშირად ხდება. ბუნებრივია, ჩვენ ასეთ ქართველს არ ვგულშემატკივრობთ, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით მშვიდობაძეს ვერ დავუკარგავთ წარმატებას. ფაქტია, ჩვენს მოჭიდავეებს ბევრჯერ შეუქმნა პრობლემები. პაპინაშვილისთვის კი ნამდვილად წარმატებაა ეს შედეგი, თუ ჩვენს ძიუდოში არსებულ სიტუაციას გავითვალისწინებთ. იმედია მოუმატებს და შედეგიც არ დააყოვნებს
: )))))))
15 დეკემბერი 2018 15:24
4
ვინც თქვა ძიუდო კაცების სპორტიაო იმან იცრუა ამ კაცებში ბევრი ორპირი და გველია!
Alex
15 დეკემბერი 2018 15:16
9
მშვიდობაძეს დაჯიოებისას რუსეთის ჰიმნის აჟღერების დროს თავის შეკავება მართებდა ემოციების გამოხატვის ნაცვლად.
გიოშა
15 დეკემბერი 2018 14:48
5
მოდებაძეს დაჯიოებისას რუსეთის ჰიმნის აჟღერების დროს თავის შეკავება მართებდა ემოციების გამოხატვის ნაცვლად.
გიოშა
15 დეკემბერი 2018 14:43
5
60 კილოგრამში ფინალურ შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე "ვაჟკაცმა" მშვიდობაძემ საქართველოს დროშის ქვეშ მოასპარეზე პაპინაშვილი დაამარცხა??? მშვიდობაძეს რომ რაიმე მოემიზეზებია და საერთოდ არ გასულიყო საჭიდაოთ მეტად ვაჟკაცობაში ჩაეთვლებოდა.მშვიდობაძე დაჯილდოებისას არა მარტო დადგა რუსეთის ჰიმნზე არამედ სიამოვნებისგან ღიმილსაც კი არ მალავდა???
გიოშა
15 დეკემბერი 2018 14:08
14
ჯიქიასთან სხვა სიტუაციაა და ნუ ურევ.ის რუსეთშია გაზრდილი და არც ქართველობს, მშვიდობაძე კიდევ საქართველოშია დაბადებული და გაზრდილი. ზოგადა რა რეაქციაც არ უნდა ჰქონდეს გულშემატკივარს რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველზე სრულიად გასაგებია.
????
15 დეკემბერი 2018 20:45
2
ანუ, ამბობ იმას, რომ როცა მთელს ცხოვრებას ერთ სფეროს შეალევ და იქ წარმატების მიღწევის შანსი გაქვს, ეს შანსი არ უნდა გამოიყენო, შრომა წყალს უნდა გაატანო და ტატმზე არ უნდა გამოხვიდე? ჩვენი საუკეთესოები მის წონით კატეგორიაში რომ დაამარცხა და პირველობა არ დათმო, ეს დასაძრახია? მოჭიდავეში კიარა, იქ ეძიეთ პრობლემა, სადაც საძებარია. ასეთი დონის სპორცმენი რომ ქვეყნიდან მისის, სხვა რამეში ხომ არ არის პრობლემა? და კიდევ, გუშინ რომ საიტის ჟურნალისტებს ლანძღავდა ზოგიერთი მკითხველი ჯიქიას სტატიის გამო, ეგ არაა ქართველი, რატომ წერთ, მაგაზე და ა.შ., აქ რატომ არ ილანძღებიან? აქაც სხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე ქართველზე არ წერია? მაგრამ, როცა გაბრაზდებით, ხან სპორცმენებს ლანძღავთ და ხანაც ჟურნალისტებს, მაგრამ ეს არც სპორცმენის და არც ჟურნალისტის პრობლემაა, ეს თქვენი პრობლემაა, ეს ანალიზის ვერგაკეთების საქმეა. გაიაზრეთ და მერე წერეთ (ყველას არ ეხება) !!!
პ.ს. ვისაც ეს პოსტი არ მოგწონთ, დისლაიქი დაწერეთ და გუშინდელივით ცივი წყალი დალიეთ ხალხოოოოო :) რა თქმა უნდა, ყველას არც ეს ეხება!!!
ნათია
15 დეკემბერი 2018 15:20
12
ყველა გამოხმაურება
ქართველი რუსეთის ჰიმნზე არ დადგება! და ვინც დადგება, ის ქართველი არ არის!
1
15 დეკემბერი 2018 13:53
13
შენ გარეკილი ხომ არა გაქ? მიდი ფსიქიატრთან და გაისინჯე თავი, მაგრამ შენისთანები მკურნალობას არ ექვემდებარებიან.
1-ს
15 დეკემბერი 2018 15:42
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული